გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 1,415 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 1,383 ადგილობრივი ინფექციაა. დანარჩენი კი იმპორტირებულია.
ჩინეთში კორონავირუსის 19,199 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსს 4,638 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომენტარები