„რაც შეეხება უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას. ორი დღით ადრე, მთავრობამ თქვა, რომ სანქციებს არ უერთდებოდა, გუშინ, ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ სანქციურ სიაში მყოფ საქონელს არ ატარებს. კი მაგრამ, სანქციები თუ არაა, “სანქციური საქონელი” საიდან გაჩნდა?თუ არსებობს ეს სია, გამოაქვეყნონ. ჩემი აზრით, “ოცნების” ძირითადმა ბირთვმა პაუზა აიღო იმის შიშით, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა უტყუარ მტკიცებულებებს დადებს. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ დაზვერვის მთავარი ინფორმაციის წყაროები ამჟამად ამერიკული და ბრიტანული დაზვერვებია“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.
კომენტარები