აშშ, ევროკავშირი და G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ, – ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
აშშ, ევროკავშირი და G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ, – ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, აშშ და ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ორ ქალიშვილზე სანქციების დაწესებას განიხილავენ. სანქცირებულთა კანდიდატების სიაში ასევე შედიან პოლიტიკოსები, ოლიგარქები და მათი ოჯახები, ასევე რამდენიმე პროპაგანდისტი.
პუტინსა და მის ყოფილ მეუღლეს ორი ქალიშვილი ჰყავთ. მედიის ცნობით, მათი სახელებია მარია ვორონცოვა და ეკატერინა ტიხონოვა.
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები