• რეკლამა
  • კონტაქტი
14:03, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აკაკი დავითულიანი: ტელეკომპანია „მთავარს“ ან მოუწევს დაამტკიცოს თავის სიუჟეტში გახმოვანებული ბრალდებები, ან შესაბამისი ბოდიშის თანხლებით, აღიაროს ცილისწამება და უარყოს ზუსტად იგივე ფორმით, რა სახითაც წარმოადგინა ბრალდება

ალია ავტორი - ალია
12:58 04-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
209

„ყურადღებით გავეცანი ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა„ პოსტ-ფაქტუმში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა „ლაგუნა-ვერესთან” მომხდარ კრიმინალურ შემთხვევას და რომლის მიზეზადაც ეგრეთ წოდებული ქოლცენტრების თემა იყო დასახელებული. გარდა იმისა, რომ მთელი სიუჟეტი აგებულია უარგუმენტაციო თხრობაზე, რეპორტაჟი არ შეიცავს არცერთი კონკრეტული ადამიანის კომენტარს, რომელიც ფაქტის რაიმენაირ დამოწმებად შეიძლება გამოდგეს. მთელი სიუჟეტი ბინძური პროვოკაცია და გამიზნული მავნებლობაა, რომელიც ყველაფერთან ერთად რაგბის სფეროსთვისაც ცდილობს ჩირქის მოცხებას“, – ამის შესახებ რაგბის კავშირი გამგეობის წევრის, აკაკი დავითულიანის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც დავითულიანი აღნიშნავს, არავითარი შეხება არ აქვს ე.წ. ქოლცენტრებთან.

„კიდევ უფრო წარმოუდგენელია სავარაუდოდ ჩემი სახელის ხსენება ამ ისედაც პრობლემურ სიუჟეტში, სადაც თან ითქვა, რომ არავითარ გარჩევასთან შეხება არ მქონია და ამასთანავე, რეპორტაჟის ავტორები ჯიუტად ატრიალებდნენ ჩემს სახელს გაშუქებული თემის კონტექსტში. ტელეკომპანია „მთავარი“ არ ეშვება ამ თემის ტრიალს და გუშინ კიდევ მეტი მონდომებით სცადა საკუთარი სიცრუის ტირაჟირება.

მსურს, საზოგადოებისთვის მკაფიოდ და გასაგებად განვმარტო, რომ მე ნამდვილად ვარ რაგბის კავშირის გამგეობის წევრი, არ გამაჩნია არავითარი შეხება და ინფორმაციაც კი ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით, მითუმეტეს ბიზნესის ამ გაუგებარ საქმიანობაში არსებულ გარჩევებსა და მის კიდევ უფრო მითიურ კავშირზე რაგბთან, ან ჩემს სახელთან მიმართებით.

გუშინ კიდევ ერთი სიუჟეტით დადასტურდა, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო ომის სამიზნე სწორედ მე ვარ. ამიტომ, მივმართავ ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო სამსახურსა და გადაცემა „პოსტ-ფაქტუმს“ – უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნოს ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, თუ რის საფუძველზე გახმოვანდა ჩემი სახელი მათ სიუჟეტში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული წესით მივმართავ სასამართლოს დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებული საჩივრით. ტელეკომპანია „მთავარს“ ან მოუწევს დაამტკიცოს მის სიუჟეტში გახმოვანებული ბრალდებები, ან შესაბამისი ბოდიშის თანხლებით, აღიაროს ცილისწამება და უარყოს ზუსტად იგივე ფორმით, რა სახითაც წარმოადგინა ბრალდება.

სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით გახშირდა მიზანმიმართული ცილისწამებები საქართველოს რაგბის კავშირის მიმართ, რაც მიზნად ისახავს ქართული რაგბის დისკრედიტაციას. საქართველოს რაგბის კავშირი არავის აპატიებს ყველა ქართველისთვის საყვარელი, ეროვნული სპორტისთვის ჩირქის მოცხებას და ნებისმიერ ტელევიზიას თუ საინფორმაციო საშუალებას, მოუწევს საკუთარ სიუჟეტში ნახსენები ნებისმიერი ბრალდების დამტკიცება, ან პასუხისგება მიზანმიმართულ ბოროტებაზე!“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved