• რეკლამა
  • კონტაქტი
18:31, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინის დაზვერვა, როგორც წესი ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს! უნდა იყოს ინსტრუქცია და ეს უნდა გამოქვეყნდეს” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:52 04-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, რუსეთს იარაღს საქართველოს გავლით აწვდიან. მესამე პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას ახსნა-განმარტებას სთხოვს.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  საქართველოს გავლით აწოდებენ იარაღს რუსეთის არმიას. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართალია. მაგრამ უკრაინის დაზვერვა, როგორც წესი ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს. ღმერთმა არ ქნას, რომ ეს მართალი იყოს, საქართველო არ შეიძლება ამაში მონაწილეობდეს. გვიპირებენ ჩაბარებას, ხდება კაპიტულაციის მომზადება. თუ მართლაც საზღვარზე აჩერებენ ამ პროდუქციას და არ უშვებენ უნდ აიყოს ინსტრუქცია და ეს ინსტრუქცია უნდა გამოქვეყნდეს”, – განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

მისი თქმით, ხელისუფლება იმის ნაცვლად რომ ახსნა-განმარტებები აკეთოს, შეთქმულებაში გია ლორთქიფანიძეს ადანაშაულებს:

 გია ლორთქიფანიძე  საერთოდ სხვა უწყებაში მუშაობს, SBU-ში კონტრადაზვერვაში და ეს არის თავდაცვის სამინისტრო.
მინდა ვთქვა, რომ თუ ეს მართალია, ღმერთმა არ ქნას, რომ ეს მართალი იყოს, მაგრამ ეს ალბათ დასავლეთის დაზვერვის მონაცემებია,  თითოეულ ამ ტანკის დეტალზე არის დათო გობეჯიშვილის, ბახვა ჩიქობავას, დათო რატიანის, ჩვენი ბეროს და უამრავი სახვა უკრაინელი და ქართველი მებრძოლის სისხლი. რომ იძახიან რომ ფინანსთა სამინისტრომ უარყო, ჩვენ სანქციებს ვიცავითო მაშინ გვაჩვენონ ინსტრუქცია.

თუ მართლაც საზღვარზე აჩერებენ ამ პროდუქციას და არ უშვებენ, მაშინ უნდა იყოს ინსტრუქცია, ის უნდა გამოქვეყნდეს და ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამის დაჯერება”  – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, „ქართული ოცნების“ გუნდი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved