• რეკლამა
  • კონტაქტი
11:57, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვისაც ჰგონია, რომ პუტინია პრობლემა..?! – მირიან ჯუღელი

ალია ავტორი - ალია
12:06 04-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
451

ფონდ “ჯუნოს” ერთ-ერთი დამაარსებელი, მირიან ჯუღელი სოციალურ ქსელში წერს:

„რა ჩაიდინა რუსეთმა გაგრაში 30 წლის წინ და ამ ყველაფრის ფონზე, ვიღაც-ვიღაცებს რუსეთთან მეგობრობა და ურთიერთობის დალაგება უნდა.
Edit: ასევე, ვისაც ჰგონია რომ პუტინია პრობლემა ან იმით იმართლებს თავს რომ პუტინის პოლიტიკას არ ეთანხმება, უნდა გაიხსენოს, რომ პუტინი ამ დროს საერთოდ არ იყო პრეზიდენტი.
დანაშაულების მცირე ნაწილი, სრული სია ბოლოშია:
3. ალასანია ოლღა ანდრეს ასული – 85 წლის, წერეთლის ქ., № 150, 1994 წლის 9 ივნისს წამებით მოკლეს – ჩამოაგდეს საკუთარი სახლის მე-5 სართულიდან წერეთლის ქ., № 59/4, ბ. 24.
8. ბარამია ცისია ალექსანდრეს ასული – 30 წლის, ოქტომბრის ქ., № 13, 1992 წლის 2 ოქტომბერს მშობლების თვალწინ გააუპატიურების შემდეგ დახვრიტეს საკუთარ სახლში მშობლებთან ალექსანდრე და ნათელასთან და სამ სტუმართან ერთად.
23. გოროზია ლავრენტი – წამებით მოკლეს მეუღლე ციალა ინჯგიასთან ერთად – ორივეს თავი მოკვეთეს.
33. ზარქუა ქსენია კონსტანტინეს ასული – 70 წლის, წერეთლის ქ., № 11ა, წამებით მოკლეს – გამოუსკვნეს ე. წ. კოლუმბიური ჰალსტუხი.
70. მარიამიძე ანა ავთანდილის ასული – 19 წლის, წერეთლის ქ., № 47, ბ. 5, 1992 წლის 12 ოქტომბერს, მამის თვალწინ, გააუპატიურა 13 მებრძოლმა, შემდეგ ორივე მიაბეს ხეზე და დაწვეს.
102. ფირცხელავა ვერონიკა ანდრიას ასული – 83 წლის, ბესიკის ქ., № 6, წამებით მოკლეს – ავტომობილის დაჯახებით.
106. ქაჯაია ლერი – რკინიგზის ქ., წამებით მოკლეს – თავი მოკვეთეს და ფეხბურთი ითამაშეს.
163. უცნობი ქალი – ქ. გაგრის ოკუპაციის დღეებში მოკლეს წამებით, ორ ნაწილად დაჭრეს და ქალაქის საავადმყოფოში მიიტანეს დანაწევრებულ სხეულში მოთავსებული შემდეგი წერილით: „როგორც ამ გოგოს სხეულს ვერ შეაერთებთ, ისე ვერ გააერთიანდება საქართველო და აფხაზეთი“.
212. აბრამიშვილი გიორგი ალექსის ძე – 40 წლის, მე-2 ჯგუფის ინვალიდი, 1992 წლის სექტემბერში წამებით მოკლეს – ჯერ დაჭრეს, მერე ჭრილობაზე მარილი დააყარეს, ხორცი მოაჭრეს, ფეხსაცმელში ჩაალაგეს და მეუღლეს გაუგზავნეს.
255. ჩოფლიანი მარიამი მურმანის ასული – 12 წლის, მეგობრობის ქუჩა ქ., № 2, 1992 წლის 23 ოქტომბერს ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ დახვრიტეს.
294. შარია ზაურ არსენის ძე – 53 წლის, 1993 წელს წამებით მოკლეს – მაცივარში შიშველი ჩააგდეს, ტანზე ამოწვეს ვარსკლავი, მოაჭრეს ყურები, გაიყვანეს ზღვის ნაპირზე და დახვრიტეს.
316. კუხალაშვილი იაკობ ლავრენტის ძე – ჭავჭავაძის ქ., № 1, დახვრიტეს საკუთარ სახლში და ღორებს მიუგდეს.
320. მოგელაძე პარმენ – 85 წლის, ჭავჭავაძის ქ., № 9, 1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში წამებით მოკლეს – მოაჭრეს თავი და დაწვეს საკუთარ სახლში.
346. კვარაცხელია თამარ ლავრენტის ასული – 70 წლის, სიხარული, 1993 წლის 2 მარტს დახვრიტეს მეუღლე ათანასესთან ერთად და შემდეგ ორივე დაწვეს.
353. მიქაძე აბესალომ გერონტის ძე – 70 წლის, სოხუმის გზატკეცილი, 1992 წლის ოქტომბერში წამებით მოკლეს – მოაჭრეს ყურები, ცხვირი, დათხარეს თვალბი.
354. მიქაძე ზინაიდა – 70 წლის, აფეთქდა საკუთარ სახლში ბოევიკების მიერ ჩადებულ ნაღმზე.
359. უშვერიძე გოგი ნესტორის ძე – 16 წლის, წამებით მოკლეს ბიძა ზარქუა გივისთან ერთად.
365. ფიფია ნიკოლოზ – 15 წლის, ვაჟა-ფშაველას ქ., 1992 წლის დეკემბერში ნაჯახით მოკლეს.
380. ჭელიძე თამაზ – 27 წლის, დაჭრეს და ცოცხლად დამარხეს ბზიფის იპოდრომთან.
415. შუბითიძე თადეოზ ელისბარის ძე – 99 წლის, სულევო, საკუთარ სახლში ცოცხლად დაწვეს.
427. ბენდიანიშვილი ვლადიმერ – 89 წლის, 1993 წლის 2 ივნისს დანით მოკლეს საწოლში მეუღლე ვერონიკასთან ერთად.
431. ბენდიანიშვილი მზია – 37 წლის, 1992 წლის სექტემბერში გაუპატიურეს ძმის თენგიზის თვალწინ, აწამეს, შემდეგ ძმასთან ერთად დახვრიტეს.
445. მამასახლისი დავით არჩილის ძე – 33 წლის, 1992 წლის ოქტომბერში წამებით მოკლეს – კბილები დააძვრეს, ძვლები გადაუმტვრიეს.
450. რაზმაძე პეტრე ლუარსაბის ძე – 59 წლის, პედაგოგი, 1992 წლის სექტემბერში წამებით მოკლეს მეუღლე ციალასთან ერთად – ორივეს თავი მოკვეთეს, ნათესავებს გვამის დაკრძალვის უფლება არ მისცეს და ღორებს მიუგდეს.
455. ჯოხაძე იზა (ნანული) – წამებით მოკლეს – დათხარეს თვალები, მოაჭრეს მკერდი და შემდეგ დახვრიტეს.
471. ხურცილავა ტარიელ ივლიანეს ძე – 64 წლის, ჭავჭავაძის ქ., 1992 წელს წამებით მოკლეს – თავი მოაჭრეს და ფეხბურთი ითამაშეს.
სრული სია აქ შეგიძლიათ ნახოთ: http://scara.gov.ge/2010-07…/355-2013-01-24-20-50-51.html“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved