„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას არააქტიური პოლიტიკური საქმიანობისა და ზაალ უდუმაშვილის მიერ, „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ასე უპასუხა:
„მელია ჩასული იყო ბათუმში და სასტუმროდან არც კი გამოსულა. ეს ყველაფერი საერთო სურათზე ბუნებრივია, მეტყველებს, ურთულეს მდგომარეობაშია ეს პარტია სხვადასხვა მიზეზის გამო, აბსოლუტურად წარუმატებლები არიან ყველაფერში, მათ შორის, არჩევნებში და ბოლო არჩევნები ზუსტად ამის დასტურია. მათ აიღეს 31% იმ ოლქში, სადაც წინა შემთხვევაში მოგებული ჰქონდათ არჩევნები.”
კომენტარები