• რეკლამა
  • კონტაქტი
09:11, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რისთვის მიდის საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით, არგენტინაში?!

ალია ავტორი - ალია
15:46 04-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
226

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით –საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია  4-10 აპრილს ოფიციალური ვიზიტით არგენტინას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ არგენტინის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც განხილვის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და მისი გაღრმავების შესაძლებლობები იქნება.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასა და არაღიარების პოლიტიკაზე, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მხრიდან უკრაინაში წარმოებულ ომსა და საქართველოსთვის ამ ომის შესაძლო შედეგებზე.

7-8 აპრილს არგენტინაში, ქალაქ ვილა ლა ანგოსტურაში „მკვლევართა და პარლამენტართა საერთაშორისო სემინარი პარლამენტებისა და წარმომადგენლობითი ერთეულების როლზე 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, სადაც გიორგი ხელაშვილი ძირითად სპიკერადაა მიწვეული.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან არგენტინის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ხელაშვილი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და არგენტინის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, ირაკლი ბერაია და მეგობრობის ჯგუფის წევრი, დავით ბაქრაძე.

თეგები: პარლამენტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved