მოლდოვაში 4 აპრილი ბუჩაში მომხდარ საომარ დანაშაულებებთან დაკავშირებით გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუმ ტვიტერზე დაწერა.
“შეუძლებელია შეხედო ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარ სისასტიკეს. შოკის მომგვრელია მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი სისასტიკე.
მოლდოვა მკაცრად გმობს ამ დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ, ამ უკანონო და არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში”. – წერს მაია სანდუ.
კომენტარები