სოციალური ქსელის მომხმარებელი, ამირან ღავთაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინასთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და წერს:
“ამ კაცს ვინმემ მიკროფონი გამოურთეთ, რაა.
მერე იტყვიან, როგორც იცლის ჩვენთვის ზელენსკიო. იცლის კი არა ჯარი აქ არ გამოუშვას ამის შემხედვარემ”, – წერს ამირან ღავთაძე.
“მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა უკრაინის ომის თემაზე საუბრისას დღეს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა. რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა.
კომენტარები