ჩერნობილის დასხივებით ერთი რუსი ჯარისკაცი უკვე გარდაიცვალა – კიდევ 73-ის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას რუსი პოლიტიკოსი ილია პონომარევი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური 24 თებერვალს აიღეს.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
უკრაინის შს სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუს ოკუპანტებს, რომლებიც ჩერნობილში, აკრძალულ ზონასთან იმყოფებოდნენ, რადიაციული საფრთხე ემუქრებოდათ.
კომენტარები