• რეკლამა
  • კონტაქტი
20:41, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“…ღარიბაშვილის კლანმა არ აპატია ჩემი ოპოზიციისადმი მხარდაჭერა..” – ნუგზარ სულაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:16 04-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,360

საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებს:

“გარდა მატერიალური რესურსისა, ძალიან დიდი ადამიანური რესურსი და ძალისხმევა ჩავდე იმისთვის, რომ ქვეყანაში ეარსება რეალურ ოპოზიციურ ძალას, რომელიც შეცვლიდა ოლიგარქიულ რეჟიმს და საქართველოს აქცევდა ევროპის ნაწილად.

ჩემთვის არ ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა კონკრეტულად, რომელი პროდასავლური ძალა გააკეთებდა ამას.
შედეგად მივიღე ის, რომ უამრავ ჩემს თანამოაზრესთან ერთად, დავრჩი იმედგაცრუებული და ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების მთელი ათეული წელი ქარს გავატანე.

უბრალოდ, შულერებს და პოლიტიკური პროსტიტუციით დაკავებულ ინდივიდებს შევუქმენი პირადი კომფორტის ზონა, რომლის დატოვებაც მათ აღარ სურთ და ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყნის ბედი.

ისინი შესანიშნავად გრძნობენ თავს იქ, სადაც თავის დროზე ნამუსის ძარღვი, რომ გამეწყვიტა, პირად კარიერაში მათზე დიდ წარმატებას მივაღწევდი… ვის, ვის და მე ნამდვილად მქონდა იმის უნიკალური შანსიც და შემოთავაზებაც, რომ ივანიშვილის ლაქია მინისტრი გავმხდარიყავი…

სანაცვლოდ გავწირე საკუთარი ოჯახის წევრები, პირველ რიგში კი ხნიერი მშობლები და ძმა, რომლებსაც ღარიბაშვილის კლანმა არ აპატია ჩემი ოპოზიციისადმი მხარდაჭერა. ორი წლის წინ, იმის უფლებაც კი არ მომცეს, დედაჩემის დაკრძალვაზე ჩამოვსულიყავი და უკანასკნელ გზაზე გამეცილებინა.
რისთვის ბატონებო?!

იმისთვის, რომ თქვენ ახლა დეპუტატის სავარძლებში თავს კომფორტულად გრძნობდეთ და ბიზნეს-წილებს ებღაუჭებოდეთ?!
იმისთვის, რომ რუსეთის მარიონეტული თეატრის მსახიობებად დარჩეთ საკანონმდებლო ორგანოებში და პირად კეთილდღეობაზე იზრუნოთ?!
რა მნიშვნელობა აქვს ვინ ხარ, ნაციონალი, ლელოელი, რესპუბლიკელი, თუ სხვა? ყველა ერთად იმ მარაზმის ნაწილი გახდით, რომელიც არც მე და არც უამრავ ჩემს თანამოაზრეს თქვენთვის არ დაუკვეთავს.

მოკლედ ბევრი რომ არ გამიგრძელდეს გეტყვით: ერთი ნაგავი ხართ ამ ეტაპზე ხელისუფლებაც და ოპოზიციაც!!!
ნუ გაქვთ იმედი, რომ ოდესღაც საკუთარი ერი განსხვავებული მიდგომით გაგასამართლებთ.
ქვეყანა დაიღუპა და ამ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თქვენს ხელშია.

იმ თითს წაგამტვრევთ, რომელსაც ერისკენ გაიშვერთ, რადგან თქვენ ამ ერის ინტერესების დაცვა არ შეგიძლიათ!გარდა მატერიალური რესურსისა, ძალიან დიდი ადამიანური რესურსი და ძალისხმევა ჩავდე იმისთვის, რომ ქვეყანაში ეარსება რეალურ ოპოზიციურ ძალას, რომელიც შეცვლიდა ოლიგარქიულ რეჟიმს და საქართველოს აქცევდა ევროპის ნაწილად.

ჩემთვის არ ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა კონკრეტულად, რომელი პროდასავლური ძალა გააკეთებდა ამას.
შედეგად მივიღე ის, რომ უამრავ ჩემს თანამოაზრესთან ერთად, დავრჩი იმედგაცრუებული და ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების მთელი ათეული წელი ქარს გავატანე.

უბრალოდ, შულერებს და პოლიტიკური პროსტიტუციით დაკავებულ ინდივიდებს შევუქმენი პირადი კომფორტის ზონა, რომლის დატოვებაც მათ აღარ სურთ და ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყნის ბედი.

ისინი შესანიშნავად გრძნობენ თავს იქ, სადაც თავის დროზე ნამუსის ძარღვი, რომ გამეწყვიტა, პირად კარიერაში მათზე დიდ წარმატებას მივაღწევდი… ვის, ვის და მე ნამდვილად მქონდა იმის უნიკალური შანსიც და შემოთავაზებაც, რომ ივანიშვილის ლაქია მინისტრი გავმხდარიყავი…
სანაცვლოდ გავწირე საკუთარი ოჯახის წევრები, პირველ რიგში კი ხნიერი მშობლები და ძმა, რომლებსაც ღარიბაშვილის კლანმა არ აპატია ჩემი ოპოზიციისადმი მხარდაჭერა. ორი წლის წინ, იმის უფლებაც კი არ მომცეს, დედაჩემის დაკრძალვაზე ჩამოვსულიყავი და უკანასკნელ გზაზე გამეცილებინა.
რისთვის ბატონებო?!

იმისთვის, რომ თქვენ ახლა დეპუტატის სავარძლებში თავს კომფორტულად გრძნობდეთ და ბიზნეს-წილებს ებღაუჭებოდეთ?!
იმისთვის, რომ რუსეთის მარიონეტული თეატრის მსახიობებად დარჩეთ საკანონმდებლო ორგანოებში და პირად კეთილდღეობაზე იზრუნოთ?!
რა მნიშვნელობა აქვს ვინ ხარ, ნაციონალი, ლელოელი, რესპუბლიკელი, თუ სხვა? ყველა ერთად იმ მარაზმის ნაწილი გახდით, რომელიც არც მე და არც უამრავ ჩემს თანამოაზრეს თქვენთვის არ დაუკვეთავს.

მოკლედ ბევრი რომ არ გამიგრძელდეს გეტყვით: ერთი ნაგავი ხართ ამ ეტაპზე ხელისუფლებაც და ოპოზიციაც!!!
ნუ გაქვთ იმედი, რომ ოდესღაც საკუთარი ერი განსხვავებული მიდგომით გაგასამართლებთ.
ქვეყანა დაიღუპა და ამ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თქვენს ხელშია.
იმ თითს წაგამტვრევთ, რომელსაც ერისკენ გაიშვერთ, რადგან თქვენ ამ ერის ინტერესების დაცვა არ შეგიძლიათ!”, – წერს სულაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved