• რეკლამა
  • კონტაქტი
01:36, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უფრო ადვილი და სასიამოვნოცაა, ემოციური რეაქცია:-“ამის დედა @@@, იმის- ჯერ არა..” – დავით გადელია

ალია ავტორი - ალია
12:28 04-02-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
257

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველოსთვის ამ ომის გავლენაზე წერს:

“მოვლენებზე სისტემური ხედვა
ვიცი, ადამიანთა უმრავლესობას ეზარება მოვლენებში ღრმად ჩაწვდომა;

მოვლენების სისტემურად, მთლიანობაში დანახვა და ანალიზი. უფრო ადვილი და სასიამოვნოცაა, ემოციური რეაქცია:-“ამის დედა @@@, იმის- ჯერ არა..”

არ იფიქროთ ზემოდან, ამპარტავნულად ვამბობ – მეც ასე ვარ!

მეც ხშირად მეზარება ვრცელი ანალიზის წაკითხვა;

ერთი ეგაა, რომ ემოციიდან გამომდინარე არაფერს ვამტკიცებ..

სისტემურად რომ შევხედოთ უკრაინაში ომს, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის საშიში რისკები უნდა დავითვალოთ. ჩამოწერაც შეიძლება, მნიშვნელობის მიხედვით. ჩემი აზრით ასეთი რიგია:

1. არ დავკარგოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა;

2.არ დავკარგოთ ადამიანები, არ დაგვენგრეს ქალაქები- ანუ არ აღმოვჩნდეთ საომარ მოქმედებებში ჩაბმული.

3.არ ჩამოვცილდეთ ევრო-ამერიკულ სამყაროს, არ ავღმოჩნდეთ ოფსაიდში;

4. გავაკეთოთ მხოლოდ საჩვენო საქმე, მაგრამ რადგანაც მაინც ქართველები ვართ, ამავე დროს არ დავკარგოთ სახე სხვა ქვეყნების თვალში (გაგიკვირდებათ და ეს “რისკიც” მოხვდა ჩემს ჩამონათვალში).

ახლა, რა სისტემაც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში, ბევრ გამოწვევას პასუხობს.

ხელისუფლება ცდილობს 1-2 პუნქტების დაზღვევას.

ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, მუდმივი კავშირშია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.

ჩემი აზრით, სწორად იქცევა პრეზიდენტიც – მისი ქმედება ქვეყნის ოფიციალურ პოლიტიკად არ ითვლება, რაც 2 – პუნქტის რისკს არ ამძიმებს, მაგრამ ამავე დროს, დანარჩენ რისკებს საკმაოდ ამსუბუქებს.

ოფიციოზის მსუბუქი დაპირისპირებაც პრეზიდენტთან არ ცდება თამაშის წესს და არ აფუჭებს სისტემას.

სამწუხაროდ, არ მგონია, რომ ხელისუფლება – პრეზიდენტის ქმედება შეთანხმებული იყოს – ეს უმაღლესი ლეველია და ჩვენ არ ვართ აქამდე მისული, მაგრამ ვფიქრობ, პრეზიდენტი ყველაფერ ამას ინტუიტიურად გრძნობს და ეს მის ნამდვილ პოლიტიკოსობაზე მეტყველებს.

რადგანაც პილიტიკოსის ინტუიციას, ცოდნას შევეხეთ, უნდა გამოვთქვა ჩემი პატივისცემა გრიგოლ ვაშაძის მიმართ.

ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ დგას სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან, უფრო ადრე ხედავს მოვლენებს, არ უჭირს გადაწყვეტილების მიღება – თუნდაც ის გარკვეული, მისთვის ახლო ჯგუფისთვის მიუღებელი იყოს და არც ხელისუფლების სწორი ნაბიჯების აღნიშვნაა მისთვის ძნელი.

ასევე, საინტერესო პოზიციები აქვს გიორგი ვაშაძეს.

მუდმივი ოპონირების რეჟიმის მიუხედავად, ის გამოსახავს სივრცეს, სადაც შესაძლებელია ხელისუფლებასთან ერთად თანამშრომლობა.

მისი წინადადებების ასეთი იგნორი ხელისუფლებისგან, არ მგონია სწორი.

ის მაინც უპასუხეთ – “არ გვჭირდება, უშენოდაც ვაკეთებთ..” ან რამე მაინც თქვით.

ოპოზიციური პოლიტიკოსების, პარტიების უმრავლესობას, საწინააღმდეგო აზრის თქმა, სამწუხაროდ მხოლოდ თვითმიზნად აქვთ გადაქცეული და ხშირად არ აკვირდებიან რას უწევენ ოპონირებას.

ეს ქვეყანასაც ავნებს და დროში მათ რეიტინგსაც ამცირებს, ნეიტრალურ მოსახლეობაში (არ ვგულისხმობ იმ პროცენტს, რომელთათვისაც სულ ერთია რას იტყვის ოპოზიცია – ის მაინც თანახმაა, ან წინააღმდეგი!).

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ ახლანდელი სისტემა სტაბილურია და მუშაობს ამ რისკებისათვის.

თუ ასე გაგრძელდა მოვლენები – შედარებით დაცულები ვართ და ყველაფერი ჩვენთვის სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.

თუმცა არაა გამორიცხული და მაღალი ალბათობაცაა, რომ შეიცვალოს გარემოებები და საჭირო გახდეს სისტემის გადაწყობა.

სწორედ იმაში გამოიხატება პოლიტიკოსთა ჭკუა და ინტუიცია, რომ მყისიერად და ზუსტად უპასუხოს შეცვლილ გარემოებებს”, – წერს გადელია ფეისბუკზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved