გონიოს საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” დამხმარე ძალა, ე.წ. ძველი ბიჭები გამოჩნდნენ.ისინი 91-ე საარჩევნო უბანთან არიან შეკრებილი და სავარაუდოდ, ამომრჩევლის კონტროლს ცდილობენ. “ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვას, რა დავალება ჰქონდათ მათ საარჩევნო უბნებთან, ისინი აგრესიით პასუხობენ და იგინებიან.სამართალდამცავებს ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება არ მოუხდენია.
კომენტარები