Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 788 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 407 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 648 653.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.2% ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.57%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 303 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 626 296.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 748 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 407 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი – 194
⭕ აჭარა – 15
⭕ იმერეთი – 49
⭕ ქვემო ქართლი – 19
⭕ შიდა ქართლი – 13
⭕ გურია – 32
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 32
⭕ კახეთი – 28
⭕ მცხეთა-მთიანეთი – 9
⭕ სამცხე-ჯავახეთი – 7
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 5 583 საიდანაც, 524 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 277, აჭარაში – 36, იმერეთში – 100.
ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 124 პირი, მათ შორის, თბილისში – 75, აჭარაში – 17, იმერეთში – 16. 5 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.














კომენტარები