• რეკლამა
  • კონტაქტი
02:26, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დუმის დეპუტატი რუსეთის ალტერნატიული დროშის ექსტრემისტულად ცნობას და აკრძალვას მოითხოვს

ალია ავტორი - ალია
11:17 04-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,408

ვასილი პისკარევი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დუმაში იმ კომისიას ხელმძღვანელობს, რომელიც რუსეთის საქმეებში გარე ძალების ჩარევას იძიებს, გენერალურ პროკურატურას მიმართავს და თეთრ-ლურჯი-თეთრი დროშის აკრძალვას ითხოვს, როგორც ექსტრემისტული სიმბოლოსი.  ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ტელეგრამ არხზე ვრცელდება.

“უკრაინაში დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის  სპეცოპერაციის  დაწყების შემდეგ უფრო და უფრო პოპულარობას იხვეჭს ე.წ ალტერნატიული დროშა – თეთრ-ლურჯი-თეთრი,   წითელი ფერის გარეშე. ნიშანდობლივია, რომ ეს დროშები შემჩნეული იყო ანტირუსულ მიტინგებზე ნიუ იორკში, თბილისში, ლონდონში, კრაკოვში და სხვა ჩვენთვის არამეგობრული ქვეყნების  ქალაქებში. ამ დროშას იყენებენ და სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ ისეთი პირები, რომლებიც ჩართული არიან ექსტრემისტულ საქმიანობაში, რაც საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ მისი გამოყენების და საჯარო დემონსტრირების აკრძალვის აუცილებლობაზე,”- აღნიშნა პისკარევმა.

გარდა ამისა, ვასილი პისკარევმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფისთვის უკვე დაწესებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა:

“დისკუსია იმის შესახებ, რომ თითქოს რუსეთს სჭირდება რამე სხვა დროშია, რომლისაც არ შერცხვებათ – ეს მორიგი გამოვლინებაა დასავლური მაიდანის ტექნოლოგიების.  ჩვენ გვახსოვს, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე იყენებდნენ ალტერნატიულ დროშას, რომელიც გარეგნულად სხვათა შორის გავდა იმას, რომელსაც ახლა ცდილობენ რომ ჩვენ დაგვიწესონ, მხოლოდ ცენტრალური ზოლის ფერი განსხვავდებოდა. ისტორიულად თეთრ-ლურჯი-თეთრი დროშა არასოდეს ყოფილა რუსეთის სახელმწიფო სიმბოლოებს შორის, ეს არის მორიგი ფეიკი,” – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved