• რეკლამა
  • კონტაქტი
06:58, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ადამიანები დღეს არიან უმუშევრები. 2019 წლიდან სულ ასე დავრბივართ, სულ ვართ პრობლემებში და ეს მდგომარეობა ვერ დალაგდა!”-ვისგან რას ითხოვს ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი

ალია ავტორი - ალია
12:00 03-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

ავტოიმპორტიორების ნაწილი სახელმწიფოს სთხოვს, რეექსპორტისთვის ახალი ბაზრების მოძიებაში დაეხმაროს. მათი თქმით, უკრაინა, რომელიც საქართველოსთვის ბოლო წლების განმავლობაში ავტომობილების რეექსპორტის კუთხით ტოპ–სამეულში შედიოდა, დღეს სრულად გაჩერებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე ავტოიმპორტიოთა კავშირში აცხადებენ, რომ დღეს მთავარი აქცენტი რეექსპორტისთვის ახალი ბაზრების მოძიებაზე უნდა გაკეთდეს. ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი მიიჩნევს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ინდუსტრიის განვითარება შეჩერდება და ბაზარს კიდევ არაერთი იმპორტიორი დატოვებს.

“ავტოიმპორტიორების 30%-მა ბოლო ერთ წელიწადში ბაზარი დატოვა. ეს ადამიანები დღეს არიან უმუშევრები. 2019 წლიდან მოყოლებული ჩვენ სულ ასე დავრბივართ, სულ ვართ პრობლემებში და ეს მდგომარეობა ვერ დალაგდა. მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთან დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და შემდგომ შევადგინოთ სტრატეგია, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. რეექსპორტის მიმართულებით უნდა მოვიძიოთ ახალი პარტნიორები და ბაზრები. არ უნდა გავჩერდეთ: პირობითად თუ ყაზახეთი უარს გვეტყვის, გადავიდეთ უზბეკეთზე; უზბეკეთიც თუ უარს გვეტყვის – გადავერთოთ ბელგიაზე და ა.შ.”-აცხადებს ავტოიმპორტიორთა კავშირის თავჯდომარე ლაშა დარბაისელი.

ცნობისთვის, გასული წლის მდგომარეობით, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 456 მილიონ დოლარს გადააჭარბა, აქედან ქართული ბაზრისთვის გასაღების მთავარი ბაზარი აზერბაიჯანია, სადაც 248 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. უკრაინას კი საექსპორტო ქვეყნებს შორის 88 მლნ აშშ დოლარით მეორე ადგილი უჭირავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved