• რეკლამა
  • კონტაქტი
06:49, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უმძიმესი განცხადებიდან 16 საათის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლება დუმს?!!

ალია ავტორი - ალია
11:56 03-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
385

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესი – უმძიმესი განცხადებიდან 16 საათის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლება დუმს. ცხინვალის რეჟიმის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციას, პარლამენტის თავჯდომარეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არცერთი საპროტესტო განცხადება არ გაუვრცელებია.

ოპოზიცია რუსეთის მხირდან მორიგ პროვოკაციაზე საუბრობს. მათი თქმით, ის, რაც ახლა ხდება, საქართველოს ხელისუფლების ე.წ. პრაგმატული პოლიტიკის შედეგია.

მიუხედავად დე ფაქტო ანექსია ცხინვალის რეგიონის პუტინს გაკეთებული აქვს, ჩვენი პოლიტიკური უბედურება დამატებითი გარდა ჩვენი საგარეო მტრისა, ამ ბოროტების იმპერიის, პუტინის იმპერიისა, არის ის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ მთელი წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ახლა, ან არ მოქმედებს საერთოდ, ან მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით, მაშინ, როცა ჩვენი მტერი მოქმედებს, –ამბობს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია.

ამავე აზრს იზიარებენ ექსპერტები. პოლიტოლოგები რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიას არ გამორიცხავენ და ფიქრობენ, რომ საქართველოს დასავლეთის მხრიდან ახლა ისეთივე ყურადღება სჭირდება, როგორიც უკრაინის მიმართ არსებობს.

ეს ყველაფერი რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიის და ახალი ექსპანსიის სცენარში ეწერება და ეს მოწმებს ლკიდევ იმას, რომ საქართელოს ხელისუფლების თავლაფდასხმის პოლიტიკა ყოვლად უშედეგოა, როცა შენ მტრის სახით გიდგას რუსეთი. ეს მოწმობს იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლებას სულ სხვა ტიპის სამზადისი უნდა ეწარმოებინა იმისთვის, რომ  ამგვარი გამოწვევებისგან თავი დაეზღვია. ძალიან სასწრაფოდ საქართველოს ხელისუფლებას რეალურად განგაშ აქვს ასატეხი. დასავლეთის ყურადღება უაკრაინიდან გარკვეულწილად უდნა მოემართოს საქართველოსკენაც იმიტომ, რომ ეს შეიძლება იყოს ნიშანი რუსეთის შემდგომი სამხედრო აგრესიისა საქართველოს წინააღმდეგ, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

ცხინვალის რეჟიმი რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო Сота-ს საშუალებით გახდა ცნობილი. სააგენტო Сота-ს აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის მმართველმა პარტიამ, ,,ედინაია რასიამ”, მიაწოდა.

სააგენტოს ინფორმაციით, დე-ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი, პირდაპირ აცხადებს, რომ გადადგამს იურიდიულ ნაბიჯებს ცხინვალის რუსეთთან მიერთებისთვის.

მალევე  ცხინვალის ანექსიისთვის მზადყოფნა რუსეთის სათათბირომაც გამოაცხადა და ამ მიმართულებით პროცესების დაწყება დააანონსა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის
ახალი ამბები

iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის

13:12 09-28-2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved