• რეკლამა
  • კონტაქტი
08:14, კვირა, 22 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გასაოცარი მასშტაბის მორიგ უზნეობასთან გვაქვს საქმე!!!”-ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:35 03-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,207

გუშინ გვეუბნებოდნენ: ვისაც ნეიტრალიტეტი უნდა, ყველა მოღალატეაო, დღეს ნეიტრალიტეტი ზელენსკის გამარჯვება ყოფილა. ჩემი აზრით, ზელენსკი უბრალოდ დასასჯელია. ორი თვის წინ რომ ეთქვა: ნეიტრალიტეტზე თანახმა ვარო, უკრაინის ტრაგედია არ დატრიალდებოდა. ამდენი მსხვერპლი, ამდენი ნგრევა, ამდენი ტყუილი, რომ უკრაინა დღედღეზე მოსკოვს აიღებს და ახლა ყველაფერზე თანხმდება! – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ ჯერ კიდევ გუშინ, ვინც ნეიტრალიტეტს ემხრობოდა, ყველა მოღალატედ ცხადდებოდა. დღეს კი ვიგებთ, რომ თურმე, ზელენსკიმ ნეიტრალიტეტს მიაღწია.

“გასაოცარი მასშტაბის მორიგ უზნეობასთან გვაქვს საქმე. კოლექტიური სააკაშვილები და მათი ტელეარხები აგრძელებენ ხალხის მოტყუებას. ჯერ კიდევ გუშინ, ვინც ნეიტრალიტეტს ემხრობოდა, ყველა მოღალატედ ცხადდებოდა. დღეს კი ვიგებთ, რომ თურმე, ზელენსკიმ ნეიტრალიტეტს მიაღწია და ეს დიდი გამარჯვება ყოფილა. თურმე, აქ მთავარი საერთაშორისო გარანტიები ყოფილა. მინდა შეგახსენოთ, რომ მიუმხრობლობის მოძრაობა 60 წელია არსებობს. ამ მოძრაობაში 120 ქვეყანაა გაერთიანებული. მათ შორის, გაერთიანებული არიან არანეიტრალური ქვეყნებიც და ამ მოძრაობის მთავარი მიზანი სწორედ საერთაშორისო გარანტიების შემუშავებაა და ამაში ახალი არაფერია. 15 წელიწადია ნეიტრალიტეტზე და საერთაშორისო გარანტიებზე ვსაუბრობთ მე და ჩემი მეგობრები და 15 წელიწადია რუსების აგენტებად გვაცხადებენ სააკაშვილები, რომლებმაც ჯერ უბრალოდ გაყიდეს კოდორი და ახალგორი, შემდეგ კი, სტრასბურგში ჩავიდნენ და რეზოლუციას ხელი მოაწერეს: ომი ჩვენ დავიწყეთო. ამასობაში კი, თბილისში ხალხს გამარჯვება აზეიმეს და ეუბნებოდნენ, ვინც იტყვის: “ომი ჩვენ დავიწყეთ”, ის მოღალატეაო. გესმით?! იქ, სტრასბურგში, ქაღალდს ხელი თვითონ მოაწერეს- ომი ჩვენ დავიწყეთო და აქ, თბილისში, ამბობდნენ: ვინც იტყვის, – ომი ჩვენ დავიწყეთ,- მოღალატეაო!

ასეა ნეიტრალიტეტის ამბავიც. გუშინ გვეუბნებოდნენ: ვისაც ნეიტრალიტეტი უნდა, ყველა მოღალატეაო, დღეს ნეიტრალიტეტი ზელენსკის გამარჯვება ყოფილა. ჩემი აზრით, ზელენსკი უბრალოდ დასასჯელია. ორი თვის წინ რომ ეთქვა: ნეიტრალიტეტზე თანახმა ვარო, უკრაინის ტრაგედია არ დატრიალდებოდა. ამდენი მსხვერპლი, ამდენი ნგრევა, ამდენი ტყუილი, რომ უკრაინა დღედღეზე მოსკოვს აიღებს და ახლა ყველაფერზე თანხმდება! ალბაც, ზელენსკიც მიხვდა, რომ არავინ არ არის და უკრაინა საჭადრაკო ფიგურის როლში აღმოჩნდა. დააკვირდით: რუსებს და უკრაინელებს აბსოლუტურად ერთი გენი აქვთ, ერთი კულტურა, ერთი ენა. თარჯიმანი არ სჭირდებათ, 500 სიტყვაა განსხვავებული. ერთი რწმენა, ერთმანეთის ძმები და ბიძაშვილები არიან და “ნატო”-ს გამო ერთმანეთს ეომებიან. შედეგად: აქეთ- მსხვერპლი და ნგრევა, ევროპაში კი- ამერიკა (რუსეთის ნაცვლად) 15 მილიარდ კუბომეტრ გაზს შეიტანს. თავის მოძველებულ იარაღს უკრაინას მიყიდის და, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ფულთან და ბიზნესთან მივა. ჩვენ კი, სააკაშვილები ისევ მოგვატყუებენ და თუ რუსეთს და რუსებს არ გავლანძღავთ, ერის მოღალატეებად გამოგვაცხადებენ. აი, ეს ქვეყნის… და ქართული მიწების გამყიდველები ჩვენ გამოგვაცხადებენ მოღალატეებად. “ქართული ოცნება” კი, მხარს დაუჭერს, როგორც ყოველთვის.

ზელენსკის მთავრობა მუდმივად მოუწოდებდა და მოუწოდებს საქართველოს,- დრო იხელთეთ და მეორე ფრონტი თქვენსკენაც გადაიტანეთ, ეს რუსებს დაასუსტებს და უკრაინას დაეხმარებაო. კიდევ ვამბობ: ზელენსკის მთავრობა საქართველოს მეგობარი არაა, ნაცმოძრაობის მეგობარია, ამიტომ საქართველოზე მეორე ფრონტის გახსნა ზელენსკის და ნაცმოძრაობას ერთად უნდათ. ახლა უფრო მკაფიოდ ჩანს, რეალურად რა მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში. უკრაინაში მოსალოდნელი ტრაგედიის პარალელურად, საქართველოშიც უნდა გამწვავებული იყო ვითარება, საქართველოდანაც უნდა ელანძღათ რუსეთი, რუსები და ყველაფერი რუსული, რაც ხდება კიდეც და არა მარტო ელანძღათ, არამედ მიზანმიმართულად უნდა გამოეწვიათ რუსეთი, რათა უკრაინასთან ერთად, საქართველოც ცეცხლის ალში ყოფილიყო გახვეული და ბოლო ერთი თვე ამ გამოწვევის ძალიან ნათელი მაგალითია. დააკვირდით: მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც. ბიბილოვი დღეს მორიგჯერ ალაპარაკდა,- რუსეთთან გვინდა შეერთებაო და ამ პროცედურებს მალე დავიწყებთო. ახლა ნახავთ, ცხინვალის გამყოფ ზოლთან ვითომ მამაცი “მამულიშვილები” დაიწყებენ პროვოკაციების მთელ სერიას. ამ პროვოკაციების მიზანი კვლავ რუსეთის გამოწვევაა და ერთი სული აქვთ, რუსეთი ბოლოს და ბოლოს ძალიან გაბრაზდეს და უკრაინის პარალელურად, საქართველოზეც წამოვიდეს. აი, ესაა ნამდვილი ღალატი და მოღალატეობა. გამოვფხიზლდეთ!” – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს

11:32 11-20-2026
„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის  ახალი კამპანია   
ახალი ამბები

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის ახალი კამპანია   

17:09 11-19-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:33 11-19-2026
თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში
ახალი ამბები

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

13:55 11-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved