• რეკლამა
  • კონტაქტი
23:23, ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთავრობის წარდგინების მიუხედავად, პრეზიდენტმა 5 ელჩი არ დანიშნა და ერთის გათავისუფლებაზე უარი თქვა – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
13:58 03-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

მთავრობის წარდგინების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა 5 ელჩი არ დანიშნა და ერთის გათავისუფლებაზე უარი თქვა, ეს ოფიციალური დოკუმენტებით არის დადასტურებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კინკლაობის მცდელობაში პრეზიდენტის შეყვანას არავინ აპირებს, მთავრობა მხოლოდ ფაქტებით საუბრობს.

„გასული წლის ივნის-ივლისში პრეზიდენტს მთავრობისგან გაეგზავნა სამი წარდგინება ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით და დღემდე არცერთ წარდგინებაზე არ არის პასუხი. გასულია თითქმის ერთი წელი და შესაბამისად, პრეზიდენტმა მათ დანიშვნაზე უარი განაცხადა. ეს რაც შეეხება შარშანდელ სამ წარდგინებას, შესაბამისად, ამ ნაწილში უკვე გვაქვს არასწორი ინფორმაცია, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

წელს, დაახლოებით 2-3 კვირის წინ, მთავრობამ გააგზავნა წარდგინება 2 ელჩის დანიშვნისა და ერთი ელჩის გამოწვევასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში არა თუ უპასუხოდ დატოვა პრეზიდენტმა ეს წარდგინება, პირდაპირ წერილობით უარი აქვს მას ნათქვამი. ეს ყველაფერი დოკუმენტურადაა დადასტურებული, არის ოფიციალური მიმოწერა, რატომ დასჭირდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გაუგებარია. ერთი, რაც ჩანს, აშკარაა, რომ პრეზიდენტმა უკან დაიხია, ის ხვდება, რომ ელჩების დანიშვნა-გათვისუფლება არ არის რეალურად პრაქტიკული თვალსაზრისით მისი კომპეტენცია და ამიტომ უწევს არასწორი ინფორმაციის გავრცელება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, არ ასახავს რეალურ სურათს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით მისთვის მთავრობის მიერ წარდგენილი 12-ვე კანდიდატურა დაამტკიცა.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved