• რეკლამა
  • კონტაქტი
20:14, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შავი სიის” სკანდალის გაგრძელება: მაკა ცინცაძე:”ქალბატონი ირინა ფუტკარაძე იტყუება..” ფუტკარაძე:”ვინ ვის რა უთხრა, ეს მე არ მაინტერესებს..”

ალია ავტორი - ალია
11:24 03-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
471

ტელევიზიის სამი თანამშრომლის ქმედება, სამწუხაროა, მაგრამ იმ ფაქტის წინაშე გვაყენებს, რომ ჯერ ტელევიზიის შიგნით ცდილობდნენ შანტაჟით და პროვოკაციებით საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ამჯერად კი იგივეს გარედან აკეთებენ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “აქტუალური თემის” წამყვანი მაკა ცინცაძე სოციალურ ქსელში წერს:

“სამაგიეროდ, ბევრ კითხვას ბადებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია და განცხადებები. ქალბატონი ირინა ფუტკარაძე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდა პირველი არხის სამეურვეო საბჭოს მხოლოდ(!!!) რამდენიმე წევრს და არა ბორდის სრულ შემადგენლობას. ქალბატონო ირინა, თქვენ ამბობთ, რომ „ამ ეტაპზე ვერანაირ სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებთ, სანამ საბჭოს წევრებთან ერთად ქარტიის წერილს არ განიხილავთ“ .

პირველი არხის დისკრედიტაციის მცდელობაში როგორც ჩანს პირველის არხის ბორდის თავმჯდომარეც ჩაერთო. საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ პირველი არხის თანამშრომლებს, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გვქონდა რამდენიმესაათიანი შეხვედრა პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებთან და არარსებული ე.წ. „შავ სიაში“ დასახელებული რამდენიმე გვარი სწორედ მათგან მოვისმინეთ. ამ შეხვედრას ვიდეოზარით ესწრებოდა ირინა ფუტკარაძეც. იმედია, სამეურვეო საბჭოს წევრები გაიხსენებენ და დაგვეთანხმებიან.

გარდა ამისა, პირველი არხის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ თებერვალში განცხადებით მივმართეთ სამეურვეო საბჭოს, სადაც დეტალურად აღვწერდით, რომ მიმდინარეობდა არხის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობა და უსაფუძვლო ბრალდებების ტირაჟირება. მოვითხოვეთ, რომ საბჭოს ემოქმედა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და შეესწვლა საკითხი. თვეზე მეტი გავიდა ჩვენს მიერ სამეურვეო საბჭოსთვის წერილით მიმართვიდან, თუმცა, მათგან პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს! როგორც შევიტყვეთ, ბორდის ნაწილმა თავი აარიდა ამ საქმის შესწავლას და ამაში თავისი წვლილი შეიტანა თავმჯდომარემ. დღეს მისგან მოვისმინეთ, რომ თურმე არაფერი იცოდა და აუცილებლად შეისწავლის ქარტიის განცხადებას. კითხვას გისვამთ სამეურვეო საბჭოს წევრებს, რა ჰქვია ამას?! საბჭოს თავმჯდომარის მიკერძოებული და ცალმხრივი განცხადებები ბევრ კითხვებს ბადებს. მართალია, დღეს განაცხადა, რომ ამ საქმის შესახებ არაფერი ვიცოდიო, თუმცა, ჯერ კიდევ ჩვენი პოზიციის მოსმენამდე ირინა ფუტკარაძემ ერთ-ერთ ჟურნალისტს განუცხადა, რომ ის სრულად დაუჭერდა მხარს დარსალიას.

რასაკვირველია, ეს ყველაფერი დამატებით შეკითხვებს აჩენს მის ობიექტურობასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. პატივცემულო საბჭოს წევრებო, იმედი გვაქვს, თქვენ ნამდვილად გახსოვთ ჩვენი შეხვედრის და საუბრის შესახებ, როცა დაგვპირდით, რომ საკითხს შეისწავლიდით და მას შემდეგ ვიცდით, თუმცა, ცილისწამებები სულ უფრო იმატებს. დღეს ამაში თავად თავმჯდომარეც ჩაერთო. მოვითხოვთ, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე პირველ რიგში ტელევიზიის თანამშრომლებს შეგვხდეს და აგვიხსნას, რას ემსახურება მისი წინააღმდეგობრივი და უცნაური განცხადებები,” – წერს მაკა ცინცაძე Facebook-ში.

“აიპრესი” ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესაც დაუკავშირდა, რომელმაც მოგვწერა:

“კომენტარი ეხებოდა ქარტიის განცხადებას, მომართვის შემთხვევაში საბჭოს წევრები განვიხილავთ, შესაბამისად ამ საკითხთან დაკავშირებით მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. მე ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერი, ამასთან რიგ საკითხებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიციები. ვინ ვის რა უთხრა, ეს მე არ მაინტერესებს, მარტივად არასერიოზულია,” – მოგვწერა ირინა ფუტკარაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved