• რეკლამა
  • კონტაქტი
02:19, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იოსებ არჩვაძე: მსოფლიოს 99 ქვეყანასთან შედარებით საქართველოში ბენზინი იაფია

ალია ავტორი - ალია
18:39 03-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
520

მსოფლიოს ყურადღება ამჟამად უკრაინისკენაა მიპყრობილი, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომს, სამხედრო-პოლიტიკურთან ერთად, არანაკლები ეკონომიკური და ფინანსური ასპექტიც გააჩნია. აღნიშნულმა კონფლიქტმა გამოიწვია მრავალი სახის პროდუქციის ფასების ზრდა არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა ფასების ზრდა ენერგორესურსებზე: ნავთობსა და გაზზე, – ამის შესახებ ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნავთობის ფასები მსოფლიოში კოვიდპანდემიის პიკის ფაქტობრივი გადავლის შემდეგ, გლობალური მოთხოვნის მატების გამო, ისედაც იზრდებოდა, თუმცა ომმა უკრაინაში და ეკონომიკური კავშირების მოშლამ ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა.

„ნავთობის ფასი, რომელიც გლობალურ ბაზრებზე 2020 წლის აპრილ-მაისში უარყოფითი მაჩვენებლითაც კი გამოიხატებოდა (ნავთობსაცავების გადავსების გამო მწარმოებლები იქით უხდიდნენ მომხმარებლებს, ნავთობის გატანის შემთხვევაში – ყოველ ბარელ ნავთობზე 20 დოლარზე მეტს), შემდეგომ სწრაფი ზრდის რეჟიმში გადავიდა და ამჟამად ბარელი ნავთობი მსოფლიო ფასებით 114 აშშ დოლარია – ეს ერთი წლის წინანდელს (61.0$) 1-9-ჯერ, ხოლო 2022 წლის დასაწყისის ფასს(77.7$) – 46.7 პროცენტით აღემატება.

კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა ბუნებრივ აირზე, რომლის მოხმარების ბალანსში რუსული გაზის წილი ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით, 40 პროცენტია. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა და შესაბამისად, ბიზნესის წარმომადგენლები, ამ პროცესს უკიდურესად შოკისმომგვრელს უწოდებენ და სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ.

აღნიშნული პრობლემა საქართველოსთვის, როგორც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისათვის, განსაკუთრებით აქტუალური და ყურადსაღებია, რადგანაც მსოფლიო ბაზარზე ყოველი ბარელი ნავთობის ფასის მხოლოდ ერთი დოლარით მატებისას, მისი იმპორტი ჩვენს ქვეყანას დაახლოებით, 10 მილიონი აშშ დოლარით უძვირდება.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, საქართველოში მისი ფასი სტაბილურია და ევროპული ქვეყნებთან შედარებით, ჯერადად ნაკლები – ჩვენს საიმედო პარტნიორ აზერბაიჯანთან ჩამოყალიბებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის, ხანგრძლივი კონტრაქტების საფუძველზე. საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

შედეგად, საქართველოს სამომხმარებლო სექტორს გვერდი აუარა „ფასების რევოლუციამ“ ბუნებრი აირზე, რამაც ასე შეაწუხა ევროპელი მომხარებლები, ხოლო ნავთობპროდუქტების გაძვირების ნეგატიური ეფექტი იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს შეიძლებოდა ჰქონოდა ნავთობის თითქმის, მთლიანად იმპორტდამოკიდებულ ქვეყანას. საქართველოში ბენზინის ფასი 24 თებერვლის შემდეგ, 27 მარტის მდგომარეობით, გაიზარდა 19.4 პროცნტით (3.14 ლარიდან 3.75 ლარამდე), იმავე პერიოდში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის 22.1 პროცენტით ზრდის (93.3 დოლარიდან 113.90 დოლარამდე) პირობებში. ამასთან, საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე ბენზინის ფასის მატების მაჩვენებელმა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მატების მხოლოდ ნახევარი შეადგინა (შესაბამისად, +11.8% და +22.1%).

ამჟამად ბენზინი საქართველოში მსოფლიოს 170 ქვეყნიდან 99 ქვეყანასთან შედარებით იაფია, აქედან აშშ-თან შედარებით – 5.6%-ით, ხოლო ევროკავშირთან შედარებით საშუალოდ, 38 პროცენტით (მათ შორის უნგრეთთან შედარებით – 12.6%-ით, პოლონეთთან შედარებით – 20.6%-ით, საფრანგეთთან შედარებით – 43.3 %-ით, ხოლო გერმანიასა და იტალიასთან შედარებით თითქმის, 48%-ით).

საქართველოს ხელისუფლებას დაგროვილი აქვს კრიზისულ ვითარებაში ქვეყნის მოსახლეობის, განსაკუთრებით სიღარიბისადმი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვისა და სისტემური მხარდაჭერის დიდი გამოცდილება და მისი ძალისხმევა მსოფლიო ბაზარზე საწვავისა და რიგი სხვა სახის საქონლის გაძვირებით მიყენებული ნეგატიური ეფექტის მაქსიმალურად შესამცირებლად შესაბამისი სოციალური პროგრამების რეალიზაციით უკვე იძლევა თვალსაჩინო შედეგს“, – წერს არჩვაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved