• რეკლამა
  • კონტაქტი
02:17, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ღირს საწვავის შევსება მსოფლიოს გარშემო და მერამდენე ადგილზეა საქართველო – რეიტინგი

ალია ავტორი - ალია
14:29 03-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
316

საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება. ქსელებში რეგულარის მარკის ბენზინი უკვე 3.71-3.77 ლარი ღირს, პრემიუმის ფასი 3.85 ლარს, სუპერის კი 3.99 ლარს აჭარბებს. ფასების ზრდა სრულად გამოწვეულია გლობალურ ბაზარზე არსებული მდგომარეობით, რადგანაც ერთი ბარელი ნავთობის ფასი უკვე $113 დოლარს აღწევს, ერთი ტონა გადამუშავებული ბენზინის (Platts-ის) ფასი კი რამდენიმე კვირაა 1,000 დოლარს აღემატება. ამას ემატება ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაც, რაც იმპორტის ღირებულებას კიდევ უფრო მეტად აძვირებს.

2022 წლის მარტის მეორე ნახევრის მდგომარეობით, მსოფლიოს 170 ქვეყნიდან 99-ში პრემიუმის მარკის საწვავი უფრო ძვირი ღირს, ხოლო 69 ქვეყანაში უფრო იაფი. ყველაზე ძვირადღირებული საწვავი ძირითადად დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია.  “საქართველო ბენზინის სიძვირით 21 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში მე-100 ადგილზეა, ანუ 99 ქვეყანა არის ისეთი, სადაც უფრო მაღალია ბენზინზე ფასი, ვიდრე საქართველოში. საშუალო ფასაც თუ შევადარებთ, 95 ოქტანობის ბენზინისას ევროპაში, დაახლოებით 60% -ით უფრო ძვირია ბენზინის ფასი, ვიდრე საქართველოში,”- აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.

მსოფლიოში ყველაზე იაფი საწვავი ვენესუელაშია, სადაც სახელმწიფო სუბსიდიის გამო ლიტრი პრემიუმის მარკის ბენზინი 8 თეთრი ღირს, ყველაზე ძვირადღირებული საწვავი კი ჰონგ-კონგშია, სადაც მისი ღირებულება 9 ლარს აჭარბებს.


საქართველოს მთავრობა საწვავის ფასის დაზღვევის მექანიზმზე მუშაობს – ამის შესახებ სამინისტრომ ინფორმაცია “საქმის კურსს” დაუდასტურა.

ფინანსთა სამინისტროში გვითხრეს, რომ დაზღვევის მექანიზმზე სამინისტროში მუშაობა უკვე დაიწყეს, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კონკრეული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სამინიტროში სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჯერ კიდევ 17 თებერვალს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საწვავის ფასის ზრდის ტენდენცია გაგრძელდებოდა მთავრობა ფასის დაზღვევის გარკვეულ მექანიზმებს შეუმუშავებდა. “შესაძლებელია ეს იყოს დაზღვეული როგორც ზედა ჭერი, ასევე, ქვედა ნაწილი ფასების” – განაცხადა ხუციშვილი.

რა წილი უკავია გადასახადებს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფასებში:

შესაძლებელია დათვლა, თუ რა წილი უკავია შემადგენელ კომპონენტებს საწვავის ფასში. თუკი სამომხმარებლო ქსელში რეგულარის მარკის ბენზინი ღირს 3.71 ლარი, მისი ღირებულების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია შესასყიდი ფასი, ანუ ბენზინის თვითღირებულება. $1000 დოლარის Platts-ის პირობებში ლიტრი ბენზინის თვითღირებულებაა 2.45 ლარი, ამას ემატება სახელმწიფო აქციზი 38 თეთრის ოდენობით და დამატებული ღირებულების გადასახადი, რომელიც საბოლოო ფასის 18%-ია. ანუ დღგ-ს წილი 66 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, 2.44 ლარის თვითღირებულებას ემატება 1.04 ლარის გადასახადები, რაც 3.48 ლარს შეადგენს. თუმცა, ამას ემატება თავად ნავთობკომპანიის სხვა ხარჯები, რაც შედგება ლოჯისტიკისგან, ხელფასებისგან, ფინანსური ხარჯებისგან, სხვა გადასახადებისგან და მოგების მარჟისგან. მთლიანობაში ამ კომპონენტზე ამჟამად 22 თეთრი მოდის.

სახელმწიფოს საწვავის ფასებზე გავლენის მოხდენა შეუძლია, თუკი გადაიხედება საგადასახადო ტვირთი. მაგალითად აქციზის განახევრებით, შესაძლებელია ბენზინის სარეალიზაციო ფასის 25 თეთრამდე შემცირება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved