ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ უკრაინას უსაფრთხოებისთვის დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს. მისი თქმით, ეს თანხა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა, რათა შესაბამისმა სამსახურებმა უკრაინის საზღვრებზე უსაფრთხოება გააძლიერონ.
“თანხა გამოყოფილია უკრაინის საზღვრებზე უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, სამართალდამცავი უწყებების მხარდაჭერისთვის და სახელმწიფოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვისთვის”, — წერს ის.
კომენტარები