• რეკლამა
  • კონტაქტი
10:53, სამშაბათი, 2 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველაფერი გაუქმდა, ერთი წელი სრული სტაგნაცია გველოდება” – ტურისტული კომპანია

ალია ავტორი - ალია
12:06 03-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, საქართველოში გაუქმებული ჯავშნების 80% უკრაინაზე, პოლონეთსა და ევროპის დანარჩენ ქვეყნებზე მოდის, რასაც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებენ.
რაც შეეხება ტურისტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში აქტიურად აგრძელებენ მოგზაურობას, ისრაელიდან და არაბული სამყაროდან არიან.

ტურისტული კომპანია BeMICE DMC-ის დირექტორმა და ტრენერმა, ვიკა შარიამ, გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ ფაქტობრივად ყველაფერი გაუქმდა და ერთი წელი სრული სტაგნაცია ელოდებათ.

“მიმდინარე მოვლენების ფონზე ტურისტულ სააგენტოებს ფასების ცვლილება მუდმივ რეჟიმში გვიწევს, რაც დამოკიდებულია მაგალითად საწვავის ღირებულებაზე, რომლის ზრდა სატრანსპორტო მომსახურების ფასის მატებას იწვევს. ისედაც მძიმე მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ არ გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან ერთიანი სამოქმედო გეგმა, თუ როგორ ვიქცევით, ან რაზე შევაჩეროთ ყურადღება. ამ თემაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან ინფორმაციაც გამოვითხოვე და ვკითხე, თუ რომელ ბაზრებზე ფიქრობდნენ ახლა რეფოკუსირებას. პასუხად მივიღე, რომ “ვაგრძელებთ მუშაობას ისრაელის ბაზარზე და გვაქვს მოლაპარაკება ბალტიისპირეთის ქვეყნების საელჩოებთან, ვგეგმავთ ღონისძიებას”, – აცხადებს ვიკა შარია.

 მისივე თქმით, ბალტიის ქვეყნებიდან ტურისტები საქართველოში მასობრივად არც აქამდე ჩამოდიოდნენ და ძალიან საეჭვოა, ამ მძიმე პერიოდში გააქტიურდნენ. კომპანია BeMICE DMC-ის დირექტორი ტურიზმის ადმინისტრაციას მოუწოდებს მეტად რეალისტურები გახდნენ და დაეხმარონ კერძო სექტორს სწორ/ეფექტიან მუშაობაში, რისთვისაც პირველ რიგში, სამოქმედო გეგმაა საჭირო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის
ახალი ამბები

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის

18:24 06-01-2026
​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად
ახალი ამბები

​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად

16:35 06-01-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას

14:34 06-01-2026
„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო

13:56 06-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved