• რეკლამა
  • კონტაქტი
01:47, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორ უღალატა გულმა, რომელიც ამხელა სიყვარულს იტევდა?”-თათია შარანგიას ბიძა გარდაეცვალა

ალია ავტორი - ალია
11:39 03-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155
თათია შარანგიას ბიძა გარდაეცვალა. ამის შესახებ ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში წერს.

“ჩვენს დიდ ოჯახში მიწისძვრაა. ვამაყობდი, გულს მითბობდა, მაძლიერებდა რომ მამას 3 ძმა ჰყავდა. ჰყავდა? ვერ ვიჯერებ და ამ მწარე რეალობას ალბათ ვერც შევეგუები. ჩემი უსაყვარლესი ბიძა, ჩემი ფუმფულა ლევანი აღარ მყავს. გარდაიცვალა ისე ჩუმად, ისე წყნარად, როგორც ცხოვრობდა, არავინ შეაწუხა.

გულმა უმტყუვნა. როგორ უღალატა გულმა, რომელიც ამხელა სიყვარულს იტევდა? რატომ უღალატა? რატომ აღარ ფეთქავს? დაიღალა? იქნებ დაღალა ამ ყალბმა ურთიერთობებმა, იქნებ დაღალა ამ განუკითხაობამ…

მთელი ბავშვობა მის მუცელზე ვხტუნაობდი. . მართლა. ის პუტკუნა იყო-მე პატარა. მათამაშებდა, მანებივრებდა, სოხუმში უცნაურ ადგილებში მმალავდა ხოლმე და მერე ერთად ვიცინოდით, როცა ვიხსენებდით, მთელი ოჯახი როგორ მეძებდა. თინეიჯერობის დროს, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა სულ ჩემს გვერდით იყო. როცა ქალად ჩამოვყალიბდი ჩემი უპირობოდ ერთგული მეგობარი იყო. სად წახვედი ლიოვკა? რატომ გამიხეთქე გული და რატომ მოიყვანე სიკვდილი ასე ახლოს.

ჩვენს ოჯახში მიწისძვრაა. ცრემლები თავისით მცვივა და ყველა ოჯახის წევრს ერთად ვტირი. მაგრამ განსაკუთრებულად ჩემს დედოფალ ბებოს, რომელსაც სხვისი ტკივილი ისე სტკიოდა ხოლმე რომ გული ეგლიჯებოდა. ჩემს ბაბუს ვტირი, რომელიც კაცობით მოსულა აქამდე და მასზე გაბრაზებული ადამიანი არ არსებობს ამ ქვეყანაზე.

რა უსამართლო ყოფილა სამყარო. სიკეთე არ იკარგებაო? ამ ოჯახს სიკეთის გარდა არაფერი უკეთებია. მის მშობლებს სხვაზე ზრუნვის გარდა პრიორიტეტი არ ჰქონია. რატომ დაირღვა კანონზომიერება? რატომ იძვრის მიწა ჩვენს ოჯახში?

ლევანმა წლების წინ თვეების შვილი დაკარგა… ღირსეულად ატარა ეს ტვირთი. თუ კი რამ არსებობს, მინდა მჯეროდეს რომ 24 წლის ბიჭი დახვდა იქ სადღაც… უსასრულობაში…”,- წერს თათია შარანგია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved