• რეკლამა
  • კონტაქტი
06:04, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეიძლება, თუ არა, საქართველოც მოხვდეს სანქციებში და რატომ აღმოვჩნდით “შავი ხვრელი” რუსეთიდან ევროპაში ფინანსების გატანისას? – ოთო აბესაძე

ალია ავტორი - ალია
03:25 03-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
247

ლევან ჯავახიშვილი

“ალიას” ესაუბრება ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ოთო აბესაძე.

 

– არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით, შესაძლოა, საქართველომ ეკონომიკური სარგებელი ნახოს. იმაზე ლაპარაკობენ, რომ რუსეთი უამრავმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა და მათი ნაწილის საქართველოში შემოყვანა ახლაა შესაძლებელი, თუ სასურველ საინვესტიციო გარემოს შევუქმნით. მაგალითად, მსხვილი კომპანიების პოსტსაბჭოთა ქვეყნების სათაო ოფისები რომ განთავსდეს საქართველოში, რომელთა დიდი ნაწილი რუსეთში იყო.

– აქ არის ორი მთავარი პრობლება. ეს არის თეორიული და რეალურიდან აცდენილი მსჯელობა. პირველი – კომპანია, რომელიც რუსულ საწყისებზეა დაფუძნებული და მას შესთავაზებ  შენს ქვეყანაში ოპერირებას, ეს უკვე ევროპული სანქციების გვერდის ავლაა. ამას თუ გავაკეთებთ, ჩვენც მოვყვებით სანქცირებული ქვეყნების სიაში. მეორე – რაც შეეხებათ უცხოურ კომპანიებს, ეს კომპანიები ისედაც  არის საქართველოში, ყველას აქვს გახსნილი თბილისში წარმომადგენლობა. მითხარი, რომელი უცხოური ბრენდის წარმომადგენლობა იყო რუსეთში, რაც თბილისში არ არის?  ყველა მსხვილი ბრენდია თბილისში, თან არაერთი წელია. მესამე – რუსეთიდან რომ წამოიყვანო ისეთი  კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ოპერირებაზე მუშაობენ, ანუ ონლაინ ემსახურება ამერიკულ, ევროპულ სერვერებს, მაგათი წამოყვანა შეიძლება, მაგრამ  ეგეც რისკია, რომ  სანქცირებაში მოვყვეთ და რატომ, გეტყვი. შვედეთის ერთ-ერთმა მსხვილმა ბანკმა განცხადება გავრცელა, რომ  ტრანსფერებს კრძალავს სომხეთიდან და საქართველოდან, რადგან ორივე ქვეყანა “შავი ხვრელი” აღმოჩნდა რუსეთიდან ევროპაში ფინანსური ნაკადების გატანისა. განცხადებას აკეთებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე და ამის ფონზე ეს ქვეყანა  “შავი ხვრელის” რანგში და  სანქცირებული რუსეთის ხელშემწყობად ევლინები მსოფლიოს, ეს გაზარალებს ძალიან.

– ოთო, ის “შავი ხვრელი” თუ უფრო გაფართოვდა, რუსეთისთვის ფინანსური ნაკადების გამტარი ქვეყანა გავხდით, რა მოხდება? ჩვენც დაგვადებენ სანქციებს?

– სანქციებში არ მოვხვდებით, მაგრამ ჩვენს ბანკებს დაუკეტავენ  წვდომას უცხოურ ბანკებთან. რეალურად, ჯერ ეს სანქციები  აისახება ძალიან ცუდად ჩვენს მოსახლეობაზე. დახლოებით მილიონიანი დიასპორა გვყავს რუსეთში. ეს ხალხი რუსეთიდან, 700 000  ადამიანამდე, ყოველთვე რიცხავდა ფულს რუსეთში. ეს ფული ვეღარ შემოვა და რომც შემოვიდეს, კატასტროფულად გაუფასურებული შემოვა. რუსეთში ამ ხალხს რუბლში აქვს შემოსავალი, რუბლი გაუფასურდა. საქართველოში უცხოურ ვალუტას ვეღარ გადმორიცხავენ, მაქსიმუმ რუბლი გადმორიცხონ და რუბლში ამ ხალხს შემოსავალი შეუმცირდა. თუ ერთი ოჯახი, პირობითად, რუსეთიდან  იღებდა 700-800 ლარს, ახლა აიღებს 200 ლარს. ბევრს შეიძლება გადმოსარიცხი ფული არც დარჩეს და რასაც იშოვნის, ის საკუთარ თავს მოახმაროს, იმით ირჩინოს თავი. ვისაც  რუსეთში ოჯახიც ჰყავს  სარჩენი, ეს კატეგორია მით უმეტეს, ან საერთოდ ვეღარ გამოგზავნის აქ ფულს, ან რაღაც მიზერულ თანხას თუ გამოგზავნის. ასეთი უცნაური ხუმრობა მოვისმინე, რუბლი რომ ტუალეტის ქაღალდად გამოიყენო, უფრო იაფი დაგიჯდება, ვიდრე იყიდო იმ ფულით ტუალეტის ქაღალდიო. პირდაპირი მნიშვნელობით გაიგე.

 

თეგები: ოთო აბესაძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved