• რეკლამა
  • კონტაქტი
07:28, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას, დანაშაულებრივი ქმედებების კვალის წაშლა უნდათ, ჩემთვის ეს უფრო საზიანოა!”-ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
16:48 03-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
215

ხელისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მაგრამ ოპოზიციის რიგებში, როდესაც არიან ვითომ წარმომადგენლები, რომლებიც „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას, დანაშაულებრივი ქმედებების კვალის წაშლა უნდათ. ჩემთვის ეს უფრო საზიანოა, უფრო მძიმე შედეგის მომტანია სახელმწიფოებრივად, როცა ოპოზიციის ქურქში გახვეული ადამიანები ამას საუბრობენ, – ამის შესახებ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ის არა პარტიას, არამედ კონკრეტულ პოლიტიკოსებს გულისხმობს.

„ხელისუფლებას რომ თავი დაანებოთ, არიან ადამიანები, რომლებსაც თავი ოპოზიციონერებად მოაქვთ, დგანან და „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას და უწონებენ საგარეო პოლიტიკას, ამბობენ, რომ ძალიან ქმედითი და პროდუქტიული ნაბიჯები იდგმება ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მაგრამ ოპოზიციის რიგებში, როდესაც არიან ვითომ წარმომადგენლები, რომლებიც „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას, დანაშაულებრივი ქმედებების კვალის წაშლა უნდათ, ჩემთვის ეს უფრო საზიანოა, უფრო მძიმე შედეგის მომტანია სახელმწიფოებრივად, როცა ოპოზიციის ქურქში გახვეული ადამიანები ამას საუბრობენ. პარტიას არა, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ. ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, ეს უფრო საგანგაშოა ვიდრე ის, რას გააკეთებს ხელისუფლება იმიტომ, რომ რას გააკეთებს ხელისუფლება, ეს ვიცით. ამ ქვეყნის სამშვიდობოზე გასაყვანად ერთადერთი გამოსავალია ხელისუფლების ცვლილება, რაც გარდაუვალია. ამიტომ, მე პირადად არ მაქვს მოლოდინი ამ ხელისუფლების მხრიდან იმისა, რომ სახელმწიფოებრივ ნაბიჯს გადადგამს ან ღირსეულად მიაგებს გმირებს პატივს. ამ ყველაფერს შეგუებული ვარ, რამდენადაც ეს ხელისუფლება არის მართვის სადავეებთან, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთო მე თქვენთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება მართვის სადავეებთან არ იყოს, მაგრამ ოპოზიციონერს, როდესაც ოპოზიციონერს ვეძახით და უფრო მძიმე განცხადებები კეთდება მისი და მათი მხრიდან, ვიდრე ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ეს ნამდვილად საგანგაშოა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იგულისხმა თუ არა გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელიამ ასე უპასუხა: „გავაკეთე კომენტარი“ .

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ უკრაინასთან დაკავშირებით ხელისუფლების ნაბიჯებზე ისაუბრა.

„ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება“, – განაცხადა უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ ეთერში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved