• რეკლამა
  • კონტაქტი
15:35, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ იცით რასაც შეეწირნენ?..მიამიტი არ ვარ!”-მეუფე იაკობი

ალია ავტორი - ალია
14:57 03-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
404

“უკრაინაში პირველ რიგში იბრძვიან იმისთვის, რომ მტერი შეუვარდათ.  ჩვენ რომ ვინმემ მოგვაკითხოს ჩვენ არ ვიბრძოლებთ?! მეც ვიბრძოლებ”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებთან რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობი განმარტავს, ომის დროს ჰუმანიზმი არ არსებობს.

„ქრისტიანი ადამიანისთვის ომი საშინელებაა. ვუსმენ ხოლმე, ომის დროს არავითარი ჰუმანიზმი არ არსებობს. როგორი ადამიანიც არის, ისე იბრძვის. როგორც აღზარდეს, ისე იბრძვის. მეც მიომია და ვიცი, რაც არის ომი. ძალიან განვიცდი არამარტო ჩვენებს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ომი შეიწირავს“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.

კითხვაზე, თუ რას შეეწირნენ ქართველი სამხედროები, მეუფე იაკობი განმარტავს, რომ ქართველი სამხედროები უკრაინას შეეწირნენ.

„არ იცით რასაც შეეწირნენ? დღეს უკრაინას უჭირს და უკრაინას შეეწირნენ. თუ მსოფლიოს საკითხი გაინტერესებთ, მიამიტი არ ვარ. ვიცი პოლიტიკაში, დიპლომატიაში რა ხდება. არც დიპლომატიურად ვისაუბრებ და არც როგორც პოლიტიკოსი. როგორც სასულიერო პირი ისე გეუბნებით, რომ სხვა ქვეყნებში წყდება თუ რა იქნება შემდგომ. ჩვენ რომ ვინმემ მოგვაკითხოს ჩვენ არ ვიბრძოლებთ?! მეც ვიბრძოლებ.

უკრაინაში პირველ რიგში იბრძვიან იმისთვის, რომ მტერი შეუვარდათ. მე გეუბნებით, სადაც წყდება მსოფლიოს ბედი, პირველ რიგში, ზეცაში წყდება, დედამიწაზე წყდება უდიდეს სახელმწიფოებს შორის. სამწუხაროდ, სანამ პოლუსები იქნება, იქამდე იქნება ასეთი საშინელი რამ“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved