• რეკლამა
  • კონტაქტი
09:34, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მედიაზონა: შოიგუ 24 მარტის უსაფრთხოების საბჭოზე არ იმყოფებოდა და ის ვიდეოში ჩაამონტაჟეს

ალია ავტორი - ალია
10:28 03-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
148

მედიაზონას ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელიც საზოგადოებაში 11 მარტის შემდეგ არ გამოჩენილა, 24 მარტის უსაფრთხოების საბჭოზე სინამდვილეში არ იმყოფებოდა და ის პროპაგანდისტული მედიების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩაამონტაჟეს.

მედიაზონამ სახელისუფლებო მედიების მიერ გავრცელებული ვიდეო შეისწავლა და განმარტა, თუ რატომ აქვთ ეჭვი, რომ შოიგუ რეალურად 24 მარტის სხდომას არ ესწრებოდა.

მედიაზონაში ამბობენ, რომ პირველ რიგში ვიდეოში, შოიგუს ტანსაცმელი იდენტურია იმისა, რაც 3 და 11 მარტის სხდომებზე ეცვა, აგრეთვე უცვლელია მისი ფონიც. გარდა ამისა, სახელისუფლებო მედიების მიერ გავრცელებული ვიდეო არის უხმო, რაც ასევე აჩენს ეჭვს, რომ ის დამონტაჟებულია და მასში ძველი სხდომის კადრია გამოყენებული – წინააღმდეგ შემთხვევაში შეხვედრის დაწყებისას გადაღებულ ვიდეოს ხმა ექნებოდა.

3 მარტის სხდომა

11 მარტის სხდომა

მედიაზონაში აცხადებენ იმასაც, რომ გავრცელებულ მოკლე ვიდეოში, შოიგუს კამერის ხარვეზზე ყურადღება განგებ გაამახვილეს.

“პროპაგანდისტული России 1-ის ეთერში, უსაფრთხოების საბჭოს სხდომიდან გაუშვეს მხოლოდ ის კადრები, სადაც ჩანს, რომ შოიგუს კამერას გარკვეული ხარვეზები აქვს. ასევე საკადრო და შენელებული ყურებისას ჩანს, რომ კამერა ჩართულია, თუმცა მინისტრ შოიგუზე კადრი უცებ გადადის. ასევე ჩნდება ეჭვი, რომ შოიგუს კამერის პრობლემები სპეციალურად აჩვენეს, რათა სხდომაზე მის დასწრებაზე გაემახვილებინათ ყურადღება. ვინც მონტაჟით და პროდაქშენით არის დაკავებული, მათ იციან, რომ სტატიკური კადრის დროს ადამიანის ჩამონტაჟება ყველაზე მარტივია.

გარდა ამისა, 3 და 11 მარტის სხდომებზე შოიგუ ნამდვილად ჩანს, ვიდეოს აქვს ხმაც და ის ფართო რაკურსითაც არის ნაჩვენები.

რაც შეეხება თვითონ ვიდეოს, ის შედგება 2.5 კადრისგან. პირველი კადრი არის საერთო, სადაც ჩანს ვლადიმერ პუტინი და მონიტორზე საბჭოს სხვა წევრები, “დახარვეზებულ” შოიგუსთან ერთად, მეორე კადრში მხოლოდ პუტინია, ხოლო მესამეში ისევ საერთო ხედია, სადაც შოიგუს კამერა ისევ ჩაბნელებულია”, – წერენ მედიაზონაში.

24 მარტს რუსეთში უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პროპაგანდისტული მედიების ცნობით თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც ესწრებოდა. მედიებმა ვიდეომასალაც გამოაქვეყნეს. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოიგუ 11 მარტის შემდეგ გაუჩინარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved