• რეკლამა
  • კონტაქტი
00:59, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასები 80%-მდე შემცირდა

ალია ავტორი - ალია
09:00 03-25-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,071

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში, მედიკამენტების უმსხვილეს თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან – Nobel და Abdi Ibrahim – მოლაპარაკებების ფარგლებში, ყველაზე აქტიურად მოხმარებად მედიკამენტებზე ფასები 80%-მდე შემცირდა. საქართველოს ფარმაცევტული ბაზრისთვის თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის შესაძლებლობა მიმდინარე წლის იანვრიდან, მთავრობის #188 დადგენილების ცვლილებაზე ხელმოწერის შემდეგ შევიდა ძალაში.
სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ ერთ-ერთი პირველია ფარმაცევტულ სექტორში, რომელმაც დაიწყო თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი.

26 მარტიდან, „იმპექსის“ 100 აფთიაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში, 10-მდე დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის შეძენა შესაძლებელი იქნება 80%-მდე შემცირებული ფასით.

  • ბრილანტას შეძენა (90მგN56) – 242 ლარის ნაცვლად, „იმპექსში“ – 47.95 ლარად არის შესაძლებელი.
  • თურქული წარმოების გერმანული მედიკამენტის ქსარელტოს (15მგN28) მომხმარებელი 250.85 ლარის ნაცვლად, 49.95 ლარად შეიძენს.
  • ფორქსიგას ტაბლეტების (10 მგN28) ფასი 35.95 ლარი გახდა, ნაცვლად 145 ლარისა. სერეტიდი აკუჰალერის (დისკუსი საინჰ.50 მკგ/500 მკგ/1 დოზა 60 დოზა) შეძენა 99 ლარის ნაცვლად, 47.95 ლარად არის შესაძლებელი.
  • ესრამის (10 მგ და 20 მგ) ფასი 30 და 40 ლარამდე შემცირდა.
  • კოირდას შეძენა შესაძლებელია 150მგ/12.5მგN28 – 8.85 ლარად, ნაცვლად – 41.6-სა. 300მგ/12.5 მგN28 – 9.9 ლარად, 52.6-ის ნაცვლად.
  • პენტასას (ტაბ. 500მგ N100) შეძენა 175 ლარის ნაცვლად, 55.95 ლარად იქნება შესაძლებელი, (ქსელში შემოვა უახლოეს დღეებში). ეტაპობრივად, „იმპექსის“ ქსელში შემცირებული ღირებულებით იმპორტირებული მედიკამენტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი, ფარმაცევტულ სექტორში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მედიკამენტების ფართო ასორტიმენტის შეღავათიან ფასად შეთავაზებით. კომპანიის მიზანია ხარისხი ხელმისაწვდომი გახადოს ფართო აუდიტორიისთვის. „იმპექსფარმი“ 1999 წლიდან ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკური ბრენდების იმპორტს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან და დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. კომპანია 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელთან თანამშრომლობს, რომლებიც პრეპარატებს საერთაშორისო ფარმაცევტული GMP სტანდარტების შესაბამისად აწარმოებენ.
„იმპექსი“ ლოიალობის – „ზე ბარათის“ ზოგადი სქემის ფარგლებში, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ქულების დაგროვების პარალელურად – მედიკამენტები, სამედიცინო ტექნიკა, პარაფარმაციის პროდუქცია საუკეთესო ფასად შეიძინონ. ასევე, „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი სოციალური პასუხიმგებლობის კამპანიის ფარგლებში, „ზე“ ბარათის სპეციალური დამატებითი სქემების საშუალებით საპენსიო ასაკის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ პირებს სთავაზობს მეტ ფასდაკლებას მედიკამენტებსა და სამედიცინო ტექნიკაზე. სქემა აქტიურდება პენსიონერისთვის – პირადობის მოწმობის, ხოლო დევნილის შემთხვევაში – შესაბამისი დამადასტურებელი საბუთის ერთჯერადად წარდგენის საფუძველზე. გარდა აღნიშნულისა, „ზე“ ბარათზე მოქმედებს მშობელთა სქემაც, რომლის ფარგლებში ჩართული მშობლები სარგებლობენ დამატებითი ფასდაკლებით ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე.
სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ მუდმივად ცდილობს შეასრულოს ბრენდის დაპირება და ექსკლუზიური და განსაკუთრებული შეთავაზებებით მომხმარებლები განაწყოს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.
#განეწყვეჯანმრთელობისთვის #განეწყვესიცოცხლისთვის

„იმპექსის“ ცხელი ხაზი: 0322 31 31 00

თეგები: იმპექსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved