• რეკლამა
  • კონტაქტი
20:30, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემს თავზეც და თქვენზეც!”- ამირან გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
12:46 03-22-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,973

გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აიცერით – ასეთი ძვირფასი და სისხლით ნაშოვნი ვაქცინით, რომელსაც შეეძლო ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაეცვა, მიუხედავად ბევრი ხვეწნისა და მუდარისა, ადამიანები არ აიცრნენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, აუთვისებელი რჩება 400 ათასამდე დოზა ვაქცინა, რომელსაც ვადა მარტის ბოლოს გასდის. მისივე თქმით, რთულია, მაგრამ უნდა შესრულდეს ივლისამდე მოსახლეობის 70%-ის აცრის გეგმა.

„შარშან ქვეყანამ 5 მლნ დოზა ვაქცინას გაუკეთა მობილიზება. უპრეცედენტო იყო ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის. აქედან „ფაიზერი“ გვქონდა 2 მილიონზე მეტი. აქედან 1 მილიონი იყიდა სახელმწიფომ, ნახევარი მილიონი, პირველად ჩამოსული პარტია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გვაჩუქა, ამის შემდეგ იყო კიდევ ორი დონაცია ევროკავშირის ქვეყნების. დღეს „ფაიზერი“ დახარჯულია დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასამდე დოზა. სადღაც 400 ათას დოზამდე, რომელსაც ვადა 31 მარტამდე აქვს, აუთვისებელი რჩება. ათვისებულია ამერიკის დონაცია, რომელიც ივლისში პირველი შემოვიდა – სრულად ავითვისეთ აგვისტო-სექტემბერში. აცრის დღიური 23 ათასი მაჩვენებელი გვქონდა აგვისტოში, 20 ათასი – სექტემბერში. ასევე სრულად ავითვისეთ, მილიონი დოზა, რაც ბიუჯეტით იქნა ნაყიდი. დანარჩენი დონაციები შემოვიდა მოგვიანებით. გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აიცერით, რომ ასეთი ძვირფასი და სისხლით ნაშოვნი ვაქცინით, რომელსაც შეეძლო ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაეცვა, მიუხედავად ბევრი ხვეწნისა და მუდარისა, ადამიანები არ აიცრნენ. სხვა ვაქცინები – „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, დაახლოებით მილიონი 600 ათასი დოზა ვაქცინა გვაქვს, რომელსაც ვადა აქვს 2023 წლის ივლისამდე.

გეგმაა ივლისამდე მოსახლეობის 70%-ის აცრა – რთულია, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. ხალხი უნდა დავარწმუნოთ, რომ აცრა ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა ადამიანების სიცოცხლე დავიცვათ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის
ახალი ამბები

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის

18:24 06-01-2026
​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად
ახალი ამბები

​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად

16:35 06-01-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას

14:34 06-01-2026
„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო

13:56 06-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved