რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ დამძიმდა, მას ამჯერად ფილტვი გაეთიშა.
მანამდე, 20 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლიტიკოსის მდგომარეობა გაუარესდა და მას სეპტიკური შოკის დიაგნოზი დაუსვეს.
ამის შემდეგ ექიმებს კვლავ მოუწიათ ჟირინოვსკის მედიკამენტოზურ კომაში შეყვანა.
თუმცა, პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის მდგომარეობა უარესობისკენ არ შეცვლილა და ის მკურნალობას პროტოკოლის მიხედვით გააგრძელებს.
ამასთან, ექიმები არ მალავენ, რომ დღევანდელი მდგომარეობიდან პოლიტიკოსის „გამოყვანა“ ძალიან რთული იქნება.
კომენტარები