• რეკლამა
  • კონტაქტი
14:48, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინი ბირთვული ომის შემთხვევაში, ბუნკერს ამზადებს – გენერალი მალომუჟი

ალია ავტორი - ალია
12:33 03-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
466

რუსეთის ხელმძღვანელობა შესაძლოა, ამზადებს მიწისქვეშა ქალაქს ქვეყნის აღმოსავლეთით ბირთვული ომის შემთხვევაში. ამას ირიბად ადასტურებს 17 მარტს განხორციელებული სამთავრობო ფრენები – ამის შესახებ OBOZREVATEL-თან ინტერვიუში უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა 2005-2010 წლებში, არმიის გენერალმა მიკოლა მალომუჟმა ისაუბრა.

გენერლის თქმით, საბჭოთა პერიოდში არსებობდა მიწისქვეშა კონტროლის ცენტრები, სადაც ხალხს შეეძლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეცხოვრა. ის განმარტავს, რომ საბჭოთა კავშირის დროს ასეთ ბუნკერში თავის შეფარება ორი-სამი თვის განმავლობაში იყო შესაძლებელი, თუმცა თანამედროვე საშუალებების პირობებში, ახლა ბუნკერებში ყოფნა 1 წლამდეა შესაძლებელი.

გამოცემის ცნობით, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუთშაბათს, 17 მარტს, რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავები აღმოსავლეთით გაფრინდნენ.

“აღმოსავლეთ რუსეთში, საბჭოთა კავშირის დროს, არსებობდა საომარი მოქმედებების დროს დაცვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტები, ამიტომ რუსეთი მუდმივად დაზღვეულია, ამუშავებს სხვადასხვა სცენარს, მათ შორის გლობალურ ომს. ისინი ატარებენ ასეთი ობიექტებში სრულ აუდიტს, ამოწმებენ ფარულ მიწისქვეშა სისტემებს. თუ ასეთი ფრენები მართლაც იყო, ეს ნიშნავს, რომ ეს ობიექტები მზადდება პრაქტიკული გამოყენებისთვის.

ბირთვული ომის შემთხვევაში, არის მიწისქვეშა კონტროლის ცენტრები როგორც ქვეყნის, ასევე ჯარების ხელმძღვანელობისთვის. ეს არის დახურული მიწისქვეშა ბუნკერები, რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეზე, მთელი ქალაქის მასშტაბით. არსებობს ყველა საკომუნიკაციო სისტემა, მათ შორის მიწისქვეშა კომუნიკაციები სხვა რეგიონებთან, ავტონომიური ელექტრომომარაგება, გარე წყაროებისგან დამოუკიდებელი, სიცოცხლის მხარდაჭერის ავტონომიური მოდელი, ჰაერის გაწმენდის ჩათვლით. ანუ ბირთვული, ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური ომის შემთხვევაში ისინი მთლიანად იკეტება და ავტონომიურად მოქმედებენ”, – ამბობს მალომუჟი. 

მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის აგრესორი ქვეყნის მეთაურმა, ვლადიმირ პუტინმა, დააჭიროს “ბირთვულ ღილაკს”, მაგრამ ის აცნობიერებს, რომ უკრაინის ომი შეიძლება გახდეს ნატოსთან გლობალური კონფლიქტის წინაპირობა და თავის დასაცავად ყველა საშუალებებით ემზადება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას

14:34 06-01-2026
„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო

13:56 06-01-2026
ბავშვთა სამყარო “ვიშლისთისგან”
ახალი ამბები

ბავშვთა სამყარო “ვიშლისთისგან”

13:50 06-01-2026
საქართველოში #1 დეველოპერი „არქი“ და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ
ახალი ამბები

საქართველოში #1 დეველოპერი „არქი“ და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ

11:59 06-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved