უკრაინის საზღვრის დაცვის უფროსმა თავის ბელორუს კოლეგას 30 ვერცხლი გაუგზავნა ბელორუსის ელჩის ხელით.
ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 24 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის ჯარი ბელორუსიიდან შევიდა.
კომენტარები