• რეკლამა
  • კონტაქტი
14:19, პარასკევი, 13 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბოკერია: “მხდალი დასავლეთი, მხდალი NATO და გმირი უკრაინელები” საქართველოსთვის საზიანო გზავნილია

ალია ავტორი - ალია
17:35 03-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
361

“საქართველოში უაღრესად საზიანოდ მიმაჩნია გზავნილი მხდალი NATO და გმირი უკრაინელი ხალხი”. – ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პოდკასტ შინაურ მიმოხილვაში საუბრისას. ბოკერია განმარტავს, რომ უკრაინა იბრძვის მარტო, როგორც სახელმწიფო პირდაპირ ბრძლაში, თუმცა, მისივე თქმით, სამხედრო თვალსაზრისით ის მიტოვებული არ არის – მას დასავლეთი იარაღის უპრეცედენტო რაოდენობას აწვდის.

“ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენი გამოცდილებით უნდა ვიმსჯელოთ, რა რას მოიტანს უკრაინისთვის, ჩვენი აზრით ჩვენთვის და თავისუფალი სამყაროსთვის. საქართველოში უაღრესად საზიანოდ მიმაჩნია იმ ზღვის გადალახვა, რომ, აი, მხდალი დასავლეთი, მხდალი NATO და გმირი უკრაინელი ხალხი – ამ კომბინაციით, ეს მიმაჩნია ძალიან საზიანო გზავნილად, ჯერ უსამართლოდ, უსამართლოდ არა იმ ნაწილში, რომ დასავლეთის კრიტიკა არ შეიძლება, აშაკარა გახადა ამ ვითარებამ უმძიმესი ჩავარდნები სტრატეგიული ხედვის თვალსაზრისით დასავლეთი ელიტის საქართველოში ომის წინაც, კიდევ უფრო გასაკუთრებით, ყირიმის მერე. მაგრამ, ამ ზღვარს როდესაც გადახვალ და დაივიწყებ იმ ყველაფერს, რომ დღეს დაგვიანებით, მაგრამ თავისუფალი სამყარო იარაღის უპრეცედენტო რაოდენობით ეხმარება უკრაინას, მეტი უნდა ქნას, ჩემი გადმოსახედიდან, მეტი უნდა ქნას და უფრო სწრაფად, მაგრამ ეს ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ უკრაინა იბრძვის მარტო, როგორც სახელმწიფო პირდაპირ ბრძოლაში, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით მიტოვებული არ არის”. – ამბობს ბოკერია.

ბოკერიას განმარტებით, გზავნილი საქართველოსთვის არის საზიანო, იმ ხალხს კი, ვინც უკრაინაში იბრძვის, მორალური უფლება აქვს, ნებისმიერი შეცდომა დაუშვან, თუმცა, მისივე სიტყვებით, “ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას უნდა წავუყრუოთ, თუ აქამდე მიდის დისკუსია”.

უკრაინის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების საკითხზე საუბრისას ევროპული საქართველოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადება ისე, რომ რუსული ჯარი უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე იდგება და ქვეყანაში არ იქნება აშშ-ს ჯარი, არ იარსებებს წინააღმდეგობა შემდგომში თავდასხმისთვის, “დრამატულად სახიფათოა” უკრაინისა და საქართველოსთვის”.

“მე ამაზე კიდევ უფრო მეტად მაშინებს მთელი ეს შესაძლო ამბავი, რომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს უკრაინამ, რაც, მე მგონია, რომ არ მოხდება. თუნდაც, დაბრუნდეს ის ვითარება, სტატუს-კვო, რომელიც იყო ამ დიდ შეჭრამდე. ჩემი აზრით, ეს იქნება კატასტროფული შედეგი და, მე ვფიქრობ, უკრაინის საზოგადოება, პოლიტიკური კლასის მნიშვნელოვანი ნაწილი ამას არ მიიღებდა. ძალიან სახიფათოა ამის მიღების მცდელობაც კი, რადგან ეს შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს პუტინისთვის იარაღი შიგნით არეულობის დათესვის. რატომ? არ არსებობს არანაირი უსაფრთხოების გარანტიები, თუ არ არის ან მე-5 მუხლი, ან ისეთი შეიარაღებული ძალების განლაგება უკრაინის ტერიტორიაზე, რომლებიც რეალური შემაკავებელია სამხედრო თვალსაზრისით, ან NATO-ს წევრობა, NATO-ს წევრობის ნაცვლად ორმხრივი მე-5 მუხლი. შტატებს რა ხელშეკრულებაც აქვთ იაპონიათან, სხვათა შორის, კურილის კუნძულის გამოკლებით, რაც მნიშვნელოვანი დეტალია, არის იგივე მე-5 მუხლი. იქ არის ჯარი და ურთიერთავდასხმაზე სამართლებრივად სავალდებულო ხელშეკრულებები. არა დეკლარაცია ბუდაპეშტის, რომელიც დეკლარაცია და პოლიტიკური მხარდაჭერა იყო.

პუტინი რას გაყიდის დამარცხების შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მე არ ვიცი, მე მაინც არ მგონია, რომ როგორც არ უნდა შეზღუდოს ცენზურა, ადვილი იყოს გაყიდვა, იმიტომ, რომ ეს არ არის ჩრდილოეთ კორეა – ინფორმაცია მიდის, მაგრამ ამ ინფორმაციის ნიაღვარით გადაფარვა ხდება და ამხელა ამბის დაფარვა ვერ მოხერხდება, მაგრამ თუკი უბრალოდ შედეგი იქნება, რომ უკრაინამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და პუტინის ჯარები გავიდა წინა პოზიციაზე, ეგ კატასტროფა იქნება. ეს ნიშნავს ძალების მოკრეფას პუტინისთვის, დალოდებას თუნდაც 6-8 წელი, სანამ დაპირისპირების აღმოსავლეთ ფრონტზე ჩინეთსა და აშშ-ს შორის ახალი ფაზა დადგება და ყველა ჩემთვის პატივსაცემი ექსპერტის აზრით, ჩინეთს სამხედრო რეორგანიზაციისთვის კიდევ 7-8 წელი სჭირდება. თუ ამ პერიოდში პუტინის რეჟიმი არ არის დანგრეული, მაშინ ეს იქნება მართლა, შესაძლოა, სასიკვდილო საფრთხე. ნეიტრალიტეტის გამოცხადება ისე, რომ რუსული ჯარის დგას უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე და უკრაინის ტერიტორიაზე არ დგას აშშ-ს ჯარი, არ არსებობს ფიზიკური წინააღმდეგობა შემდგომი თავდასხმისთვის, არის დრამატულად სახიფათო შედეგი უკრაინისა და ჩვენთვის”. – ამბობს გიგა ბოკერია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved