• რეკლამა
  • კონტაქტი
09:05, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კიევის დამცველებმა ოკუპანტებს დედაქალაქიდან 70 კილომეტრით უკან დაახევინეს – ბოლო ცნობები უკრაინული ქალაქებიდან

ალია ავტორი - ალია
13:36 03-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

ოკუპანტები მცდელობის მიუხედავად, დედაქალაქ კიევთან მიახლოებასა და პოზიციების შენარჩუნებას ისევ ვერ ახერხებენ – თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიევის დამცველებმა ოკუპანტები დედაქალაქიდან 70 კილომეტრით უკან დაახევინეს.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის შემოგარენში 15-მდე ხანძრის კერა გაჩნდა. ეს ის წერტილებია, რომელიც ოკუპანტებმა შეტაკებებისას გადაწვეს, მათ შორის, ადგილები, სადაც დიზელის მარაგები ინახებოდა.

ამასთანავე, ბოლო რამდენიმე საათში ახალი კადრები გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც სოფელ ზვიჟოვკაში, რომელიც დედაქალაქიდან 35 კმ-ით არის დაშორებული, სავარაუდოდ, ოკუპანტების ახალი კოლონა მიემართება.

ნიკოლაევკაში, სადაც ოკუპანტებმა სამხედრო დანაყოფზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, ყაზარმებში მყოფი 45 ადამიანი გარდაიცვალა.

რამდენიმე საჰაერო იერიში მიიტანეს ხარკოვის შემოგარენზე, მთავარი სამიზნე საცხოვრებელი კვარტლები იყო. ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულებზე.

დონეცკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში საჰაერო დაბომბვების შედეგად4 ადამიანი დაიღუპა და 10 მძიმედ დაშავდა. პირველადი ინფორმაციით, ამავე  ქალაქში უკრაინამ ოკუპანტების დანაყოფი გაანადგურა, რომელიც 20 ადამიანისგან შედგებოდა.

მარიუპოლი ისევ ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. დღეს ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გახსნილიყო, თუმცა მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე არ ხერხდება. ისევ ისმის სროლის ხმა. ბოლო 24 საათში მარიუპოლის დატოვება მხოლოდ 3 000-მა ადამიანმა შეძლო. მათმა უმრავლესობამ ქალაქი ფეხით დატოვა, რადგან ოკუპანტები მანქანების გადაადგილებას ხელს უშლიდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

19:04 09-30-2026
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

13:58 09-30-2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

13:24 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved