• რეკლამა
  • კონტაქტი
00:55, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვა თუ არა რეალურად მსოფლიომ უარი ამ სფეროებში რუსეთიდან იმპორტის განხორციელებაზე?”-დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
11:30 03-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

ახლა კი საკუთრივ, სანქციებზე. არა პერფორმანსებზე, ტყუილზე, სიცრუეზე, არამედ – საერთაშორისო „სანქციებზე“. მე შევეხები მხოლოდ იმ ძირითად სფეროებს, სადაც მსოფლიო მეტწილად დამოკიდებულია რუსეთის ექსპორტზე, – წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი და აქვეყნებს ევროკავშირში რუსეთიდან ომის დროს ბუნებრივი აირის მოწოდების ყოველდღიურ გრაფიკს.

,,ახლა კი საკუთრივ, სანქციებზე. არა პერფორმანსებზე, ტყუილზე, სიცრუეზე, არამედ – საერთაშორისო “სანქციებზე”. მე შევეხები მხოლოდ იმ ძირითად სფეროებს, სადაც მსოფლიო მეტწილად დამოკიდებულია რუსეთის ექსპორტზე. შევეხები იმ კუთხით – თქვა თუ არა რეალურად მსოფლიომ უარი ამ სფეროებში რუსეთიდან იმპორტის განხორციელებაზე. ანუ, შეუერთდა კი არა – გამოაცხადა კი საერთოდ ეს სანქციები, როგორც რუსეთის დასჯის მექანიზმები? საუბარი რა თქმა უნდა წავა ნავთობზე, ბუნებრივ აირზე, ფერად ლითონებზე, მინერალურ სასუქებზე, ქვანახშირზე, რკინაზე, ხე-ტყეზე, ხორბალზე და სხვა სტრატეგიულ პოზიციებზე.

ინფორმაცია, მე, არასპეციალისტმა ამერიკულ, ბრიტანულ, გერმანულ და რუსულ საიტებზე მოვიპოვე, რაც ადვილად იძებნება და ლინკებით არ დაგამძიმებთ. რაც შეეხება საუდის არაბეთს – მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკვე გაისტუმრა უარით ნავთობის მიწოდების საკითხებში. რაც შეეხება აშშ-ის ანალოგიურ მოლაპარაკებებს რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორ, ვენესუელას რეჟიმთან, იქაც შორს არიან ოპტიმისტური სცენარებისაგან. მანამდე კი რუსული ნავთობის ექსპორტის მოცულობა, 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, გაზრდილია 12,7%-ით.

ბრაზილიის პრეზიდენტის ვიზიტი პუტინთან განპირობებული იყო სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, მარცვლეულის ამ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში – სასუქის დროულ მოწოდებასთან, რომლის გარეშე სერიოზული პრობლემები შეექმნება ჩრდილოეთ ამერიკასაც და კრემლში ეს ძალიან კარგად ესმით. მსოფლიოს ხე-ტყის, ოქროს, ნიკელის, პალადიუმის, ალუმინის და სპილენძის ბაზრები ასევე არ ჩქარობენ რუსეთიდან იმპორტის შემცირებას, ვინაიდან ამ პოზიციებში რუსეთი მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანაა.

რუსეთის ქვანახშირს ევროპისთვის ალტერნატივა რომ არ გააჩნია, ამაში ევროკავშირში შემავალი ყველა მსხვილი მოთამაშე თანხმდება. ანალოგიური მიდგომაა რუსეთის ბუნებრივი აირის მიღებასთან. მე მოგიყვანთ ევროკავშირში რუსეთიდან ომის დროს ბუნებრივი აირის მოწოდების ყოველდღიურ გრაფიკს, თქვენ კი შეგიძლიათ გაამრავლოთ ეს მონაცემები იმ ზე-მაღალ ფასებზე, რაც ევრო/ბაზარზეა დაფიქსირებული. შემდეგ შეგიძლიათ იანგარიშოთ, ამ თანხით რამდენი ტყვია, რაკეტა, ჭურვი, ყუმბარა და ა.შ. – შეუძლია შეიძინოს აგრესორმა ქვეყანამ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გამოყენების მიზნით:

თარიღი რუსეთიდან და ბელარუსიდან უკრაინაში მიწოდება მლნ. კუბ. მეტრი რუსეთიდან ევროკავშირში მიწოდება მლნ. კუბ. მეტრი |ბელარუსიდან ევროკავშირში მიწოდება მლნ. კუბ. მეტრი

16.03.2022 94,7 201,2 28,6
15.03.2022 102,5 216,1 31,3
14.03.2022. 109,7 216,0. 59,0
13.03.2022 109,7 214,1 59,2
12.03.2022 109,2 216,8 58,5
11.03.2022 109,4 217,8 58,4
10.03.2022 109,6 217,8 56,3
9.03.2022 109,6 219,1 57,1
8.03.2022 109,4 217,9. 57,8
7.03.2022 109,6 218,2 56,7
6.03.2022 109,7 216,6. 56,6
5.03.2022 109,3 216,9 58,3
4.03.2022 108,9 215,9. 55,9
3.03.2022 110,2 215,6 58,2
2.03.2022 109,0 215,9 58,0
1.03.2022 109,0 222,4 50,1

დღეს ზემოჩამოთვლილ პოზიციებზე საერთაშორისო „სანქციების“ გამოცხადების პიკანტურობა იმაში მდგომარეობას, რომ რუსეთი აქეთ ფიქრობს, ხომ არ შეამციროს, შეზღუდოს ან გააუქმოს ის საექსპორტო „ქეისი“, რომლის გარეშეც მსოფლიოში გლობალური ეკონომიკური კატაკლიზმები დაიწყება. მაგრამ ქართული პოლიტიკური ფარისევლობა და მისი საერთაშორისო ლობიზმი დღემდე ბჭობენ არარსებული მეტროს ვაგონის შესყიდვით, თუ არარსებული ლიტრი რძის გაყიდვით რუსეთში – საქართველო რა „დამანგრეველ“ წვლილს შეიტანდა უკრაინულ ტრაგედიაში. მაშ, სადაა ან საერთაშორისო სანქციები, ან სადაა მათი შედეგები?“, – წერს ქართველიშვილი facebook -ზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved