ევროკავშირის ოფიციალური პირები, ომის შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად, სანქცირებული რუსი ოლიგარქების აქტივების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავენ.
ამის შესახებ ბლუმბერგი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
იდეა ძალიან ადრეულ ეტაპზეა და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. წყაროების თქმით, ერთ-ერთი შესაძლებლობა იქნება აქტივების გამოყენება ომის რეპარაციების დასაფინანსებლად.
გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ აქტივებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. ამ დროისთვის აქტივები მხოლოდ გაყინულია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა სანქციები დააწესა ათობით რუსი ოლიგარქის, მათ შორის ქვეყნის ზოგიერთი მილიარდერის წინააღმდეგ. დააკავეს მათი იახტები, კერძო თვითმფრინავები და ვილები. მხოლოდ იტალიას, დაახლოებით 780 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები აქვს გაყინული.
კომენტარები