• რეკლამა
  • კონტაქტი
17:39, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გგონიათ, რომ ყველა ზელენსკის მხარდამჭერია უკრაინაში? “-დათო ტურაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:33 03-18-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
867

არგაღიზიანების პოლიტიკა ახლა არ დაწყებულა, როცა სოლომონ I-მა გადაწყვიტა ტყვეთა გაყიდვა დაესრულებინა, რომელიც ქართველებს ფაქტობრივად ბიზნესად ჰქონდათ ქცეული, სოლომონს ეუბნებოდნენ – მტერს ნუ გავაღიზიანებთო, – ამის შესახებ მწერალმა დათო ტურაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

დათო ტურაშვილი ამბობს, რომ ომში ჩართვა არავის უნდა და აქ გაჭირვებულების დახმარებაზეა საუბარი.

ტურაშვილი იმასაც ამბობს, რომ თუ ეს მოქალაქეების ინტერესებზეა კარგია, მაგრამ გვითხრან – რას მოვიგებთ ამით, ოკუპირებულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს რუსეთი თუ რას ემსახურება ეს.

“გგონიათ, რომ ყველა ზელენსკის მხარდამჭერია უკრაინაში? – არა, მათ დაინახეს ეროვნული ერთიანობის აუცილებლობა და დადგნენ ერთად. ამას ვერ ვხვდებით, რომ ჩვენ ისეთი მტერი გვყავს, რომ მხოლოდ მის ინტერესში შედის ჩვენი ასეთი დაპირისპირება. როცა ასეთი მტერი გყავს, ერთობის ჟამი დგება და ეს ჟამი დადგა. რუსეთი გაიმარჯვებს თუ დამარცხდება, ისევ ჩვენ მოგვადგება. ღმერთმა ქნას ისეთი მთავრობა გვყავდეს, რომელიც ასეთი პრაგმატული, ფრთხილი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე იყოს, ჩემზე – მოქალაქეზე ზრუნავდეს, მაგრამ რა იგულისხმება ამ ჩემზე ზრუნვაში. რა ხეირია აქედან? ცხინვალს დაგვიბრუნებს? მათაც, საქართველოს მთავრობასაც ისე დახვრეტენ, როგორც ჩვენ.

სულ ის მახსენდება არგაღიზიანების პოლიტიკაზე, რომ ივანე ჯავახიშვილი ამბობდა, რომ რამდენიმე მილიონი ქართველია გაყიდული ტყვეთა ბაზრებზეო. იყო ასეთი პერიოდი, სავსე იყო სტამბოლის და ქაიროს ტყვეთა ბაზრები ქართველი გოგო-ბიჭებით. ყველა მტერი ცუდია, მარტო რუსეთი კი არა. რასაც ივანე ჯავახიშვილი ჩვენ – ხალხს ვერ გვპატიობდა იყო ის, რომ ამ ტყვეების გაყიდვას უყურებდნენ, როგორც ბიზნესს, ამ ტერმინს არ ხმარობდნენ, მაგრამ ასე უყურებდნენ. ამაში უამრავი ქართველი იყო ჩარეული, მათ შორის სასულიერო პირებიც.

სოლომონ პირველმა გადაწყვიტა, რომ უნდა დაემთავრებინა ტყვეთა გაყიდვა, იცით რას ეუბნებოდნენ ქართველები? ხოტკარს ნუ გავაღიზიანებთო. ახლა კი არ მოიგონეს არგაღიზიანების პოლიტიკა. სოლომონმა რომ ჯარი დაძრა ხრესილის ბრძოლაში, იქ მტერს იცით ვინ მოუძღოდა, ის ნაძირალა ქართველები, ვინც ეუბნებოდნენ, ნუ გავაღიზიანებთო. მეტი რა უნდა ქნას რუსეთმა? – ყოველდღე იტაცებენ ლეკიანობის მსგავსად თითო ადამიანს და მერე ფულს გვახდევინებენ. გვითხრან, რას გვპირდება სანაცვლოდ პუტინი?

რა ვუთხრათ უკრაინას, რომ ავთანდილი არ წავიდა ტარიელის დასახმარებლად და ჩვენც არ წამოვედით და არ არის “ვეფხისტყაოსანი” ჩვენი წიგნიო? არ არის ქართველი ვაჟა ფშაველაო, ეს ვუთხრათ მათ, ვისაც უჭირთ? საქართველო ხომ ის არის, რომ ვისაც უჭირს იმათ მხარეს ვიყავით, აბა მხეცები ჩვენ არ ვყოფილვართ,” – განაცხადა დათო ტურაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved