უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არ გამორიცხავენ, რომ ქალების ჯარში გაიწვიონ.
თუმცა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არც ერთი ქალი თანხმობის გარეშე ჯარში არ გაუწვევიათ.
უფრო მეტად, ქალების მობილიზება მოსალოდნელია, თუ ისინი მუშაობენ მედიცინის, კომუნიკაციების, კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროებში.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ სახალხო რესპუბლიკებად აღიარება. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. მათ შორის არიან ბავშვები. ლტოლვილად იქცა 3 მილიონზე მეტი ადამიანი. განადგურებულია ინფრასტრუქტურა.
კომენტარები