• რეკლამა
  • კონტაქტი
11:13, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი მილიონი დაკარგეს რუსებმა ინსტაგრამის დაბლოკვით?

ალია ავტორი - ალია
12:35 03-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომმა აგრესორი ქვეყნის ეკონომიკას იმდენად მძიმე დარტყმა მიაყენა, რომ ის გადახდისუუნარო გახადა.

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკის ჩამოშლის პროცესს დღითი დღე აჩქარებს.

კერძოდ, რუსებს ინსტაგრამის გამოყენების აკრძალვამ მყისიერად დააკარგვინა ათასობით ბლოგერს შემოსავალი. ათიათასობით მცირე ბიზნესმა ინსტაგრამით დაბლოკვით შემოსავალი დაკარგა. აღსანიშნავია, რომ მცირე ბიზნესისთვის ინსტაგრამი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ყოველი მომდევნო დღე აახლოებს მას ახალ, კიდევ უფრო მკაცრ სანქციებთან, რამაც შეიძლება მთლიანად ეკონომიკის პარალიზება მოახდინოს.

დაუნდობელი სანქციები

14 მარტს 00:00 საათზე რუსეთის მასშტაბით კომპანია „მეტამ“ ინსტაგრამის გათიშვა დაიწყო. მილიონობით რუსი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ „ომი შორს არის და მათზე გავლენას არ მოახდენს“, მწარედ შეცდნენ და ზუსტად გათიშვიდან ერთ დღეში შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

Instagram არის ყველაზე დიდი სოციალური ქსელი რუსეთში, რომელიც შემოსავლის წყარო იყო არა მხოლოდ ადგილობრივი ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის, არამედ ათასობით მცირე ბიზნესისთვის.

სოციალური ქსელი იყო საქონლის გაყიდვის მთავარი არხი: წიგნებიდან დაწყებული საბავშვო ტანსაცმლის გაყიდვით დამთავრებული. ინსტაგრამის გათიშვისთანავე ამ მცირე ბიზნესმა მყისიერად შეწყვიტა არსებობა.

Forbes-ის თანახმად, ინსტაგრამზე რეკლამამ რუს ბლოგერებს დაახლოებით 211 მილიონი დოლარი მოუტანა, ეს მხოლოდ ოფიციალურად დეკლარირებული შემოსავალია.  შესაბამისად, ინსტაგრამის დაბლოკვა რუსეთში უდრის მინუს 200 მილიონ დოლარს ადგილობრივი ბლოგერებისთვის და არა მხოლოდ…

სოციალური ქსელის დახურვის შედეგად ეკონომიკის რეალური ზარალი შეიძლება ათჯერ მეტი იყოს. უფრო მეტიც, სოციალური ქსელების აკრძალვის გვერდის ავლა არც ისე ადვილი იქნება: რუსეთის ხელისუფლება ბლოკავს პოპულარული VPN სერვისებს.

წამყვანი დასავლური კომპანიების მიერ რუსეთისთვის გამოცხადებული ბოიკოტის გამო, შემოსავლების ბაზარი თითქმის ჩამოიშალა.

რუსეთის ტოპ 30 რეკლამის განმთავსებლების უმეტესობა უცხოური ბრენდებია. 16-დან 13-მა უკვე გამოაცხადა რუსეთიდან გასვლის ან ბიზნესის შეჩერების შესახებ, მათ შორის საუბარია ყველა რეკლამის ამოღებაზე.

მხოლოდ უმსხვილესი რეკლამის განმთავსებლებისგან ბაზრის ზარალი შეიძლება შეადგენდეს 51 მილიარდ რუბლს.

ინსტაგრამის დახურვის შემდეგ რუსი ბლოგერები რუსულ სოციალურ ქსელებში გადაბარგდნენ, თუმცა ცხადია, იქ ზარალის ანაზღაურებას ვერ შეძლებენ.

16 მარტს რუსული სოციალური ქსელის ობლიგაციების მფლობელებს შეიძლება 400 მილიონი დოლარის ვალის ვადამდე დაფარვა მოსთხოვონ. ფაქტობრივად, კომპანიებს დეფოლტი ელოდებათ.

ამჟამად, მსოფლიოს ყველა წამყვანი სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ რუსეთის დეფოლტი გარდაუვალია. უახლეს ისტორიაში პირველად რუსეთის საკრედიტო რეიტინგი უკრაინის საკრედიტო რეიტინგზე დაბალია.

მასალა მომზადებულია epravda-ს მიხედვით.

pia.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved