• რეკლამა
  • კონტაქტი
03:40, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თაფლობის თვე“ აქვს ახლა პანდემიას – შემთხვევები ნაკლებია, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი მუტაციის გაჩენის რისკი დაბალია – ივანე ჩხაიძე

ალია ავტორი - ალია
12:26 03-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

ასე ეძახიან, „თაფლობის თვე“ აქვს ახლა პანდემიას. მართლაც ასეა, შემთხვევები ნაკლებია, ყველაფერი შემცირებისკენ მიდის ისევე, როგორც საქართველოში, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი მუტაციის გაჩენის რისკი დაბალია, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა, რისკი არსებობს.

„რისკი კვლავ მაღალი რჩება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია და მოსახლეობის რაოდენობა ძალიან დიდია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომლის შესახებ ინფორმაცია წინა კვირის ოთშაბათს გაავრცელა ჯანმრთელობის მსოფლიოო ორაგანიზაციამ, დღეისთვის გარკვეულწილად უნიკალურია, რადგან ის ჰიბრიდული ვარიანტია.

„ეს იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის ამ მუტაციას ერთდროულად გააჩნია, როგორც „დელტა“, ისე „ომიკრონის“ ვარიანტის ელემენტები. როდესაც კორონავირუსის პანდემიის ტალღა გამოწვეულია ერთი ვარიანტით და მეორე ვარიანტში გადადის, მაშინ დიდია შესაძლებლობა, რომ ერთი და იგივე ადამიანს ჰქონდეს ორი სხვადასხვა ტიპის ვირუსი. თუ საქართველოს რეალობაზე გადმოვიტანთ, ქვეყანაში იანვარში ცირკულირებდა როგორც კორონავირუსის „დელტა“ მუტაცია, ისე „ომიკრონიც“. ასე რომ სავსებით შესაძლებელია, საქართველოში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ერთდროულად ჰქონდათ ორი ვირუსის მუტაციის შედეგად მიღებული ვარიანტი. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ეს მოსალოდნელი ვირუსია თავისი ბუნებით“,-განაცხადა ჩხაიძემ.

მის თქმით, ჯერჯერობით პასუხგაუცემელია კითხვა, შეიძლება თუ არა ეს ვირუსი ისეთი დომინანტური და ისეთი მძიმე დაავადების გამომწვევი გახდეს, როგორც მაგალითად, „დელტა“.

„თუ შევაფასებთ, რომ ახალ ჰიბრიდულ ვარიანტს ორი სხვადასხვა მუტაციის ელემენტები აქვს წამოღებული, მოსალოდნელია, რომ ის იყოს უფრო სწრაფად გადამდები, უფრო მძიმე და ვაქცინებს წინააღმდეგობა უფრო მეტად გაუწიოს, თუმცა, ასე არ არის. დღეს ვერ ნახავთ ვერც ერთი ექსპერტის მოსაზრებას, რომელიც „დელტაკრონს“ აფასებს, როგორც პოტენციურად შეშფოთების კატეგორიის მქონე ვირუსს, რომელსაც საზოგადოებივი ჯამრთელობისთვის სერიოზული საფრთხის შექმნა შეუძლია“,-განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved