• რეკლამა
  • კონტაქტი
18:43, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სანქციები რომ დავუწესოთ, პური არ შემოვა, ხორბალი არ შემოვა, წიწიბურა, მაკარონი, მარგარინი, მზესუმზირის ზეთი – “ოცნების” დეპუტატი

ალია ავტორი - ალია
16:13 03-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
370

ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წევრებს მიმართა და თქვა:

„სანქცია ნიშნავს იმას, რომ ვის მიმართაც არის სანქცია დაწესებული, იმ სუბიექტს შეუქმნას დისკომფორტი. დისკომფორტის შედეგად, ისეთი რაღაცის გაკეთება აიძულო, რომელსაც წინააღმდეგ შემთხვევაში ის არასოდეს არ გააკეთებდა.  დაფიქრდით, რა დისკომფორტის მინიჭება შეუძლია საქართველოს  ეკონომიკური სანქციებით?  მაშინ როდესაც თუ რუსული ბაზრებიდან გაქრება ჩვენი კერძო ბიზნესის მიერ წარმოებული ღვინო იქნება თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტები, შეიძლება რუსმა მომხმარებელმა ვერც შენიშნოს, რომ დახლებიდან ეს პროდუქცია საერთოდ გაქრა. ხოლო, საქართველოს მოსახლეობა ძალიან ადვილად და იოლად იგრძნობს, როდესაც პური არ შემოვა, ხორბალი არ შემოვა, წიწიბურა, მაკარონი, მარგარინი, მზესუმზირის ზეთი არ შემოვა და ეს პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე და მერე დაიწყეთ ინფლაციაზე და ლარის გაუფასურებაზე საუბარი.”

 

სეფაშვილის განცხადებას პარლამენტის პიარსამსახური ავრცელებს. 

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი აღარ მოგვყიდის ხორბალს, ალტერნატიული ბაზარი ნაპოვნი აქვთ და ეს არის ყაზახეთი. 

 

სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს – ოთარ შამუგია

სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება – ლევან დავითაშვილი

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved