• რეკლამა
  • კონტაქტი
12:05, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,პანიკა სრულიად ზედმეტია” – ებრაელი ვირუსოლოგი მსოფლიოს ლიდერებს ხალხის დამშვიდებისაკენ მოუწოდებს

ალია ავტორი - ალია
19:07 03-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

,,ადამიანები პანიკაში არიან. ისინი ფიქრობენ, რომ ყველა დაიხოცება, არადა ინფიცირებულების უმეტესობა კორონავირუსს უსიმპტომოდ გადაიტანს” – ამბობს ებრაელი  წამყვანი ვირუსოლოგი, პროფესორი ჯიად ბიშარა, რომელსაც ვირუსებთან ბრძოლის 30 წლიანი სტაჟი აქვს.

პროფესორი მსოფლიო ლიდერებს მოსახლეობის დამშვიდებისაკენ მოუწოდებს. ,,პანიკა სრულიად ზედმეტია. რასაკვირველია ის ზომები, რომლებიც ჩვენმა (ისრაელის) და სხვა ქვეყნების მთავრობებმა მიიღეს, ძალიან მნიშვნელოვანია და საჭირო, თუმცა ეს ვირუსი ჰაერში არ ცირკულირებს და ჰაერით არ გადადის. იმ ადამიანების უმეტესობა, ვისაც კორონავირუსი აქვს, მას უსიმპტომოდ გადაიტანს. პანიკა აუცილებელი არ არის“, – აცხადებს ბიშარა და დასძენს, რომ იგი 30 წელია ეწევა პროფესიულ მოღვაწეობას და ამ ხნის განმავლობაში არაერთი ეპიდემია უნახავს.

“მე გამოვიარე SARS და MERS კორონავირუსების ეპიდემიები, ებოლა, სპარსეთის ყურის ომების სინდრომი, თუმცა მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ადამიანებს მიაჩნიათ, რომ კორონავირუსი ყველა მათგანს თავს დაესხმევა და ისინი მოკვდებიან, არადა საქმე არც ისე ცუდადაა. ჩვენ ვიცით როგორ ვრცელდება ვირუსი, ვიცით რისკ-ჯგუფები, პანიკა საჭირო არ არის. მაგრამ რა ხდება ამ დროს? მედია პანიკაში აგდებს ხალხს, ხალხი პანიკაში აგდებს ლიდერებს. მთელი მსოფლიო ერთგვარ მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს”, – ამბობს ის.

პროფესორის თქმით, კორონავირუსი არ არის ისეთივე ,,ჭკვიანი”, როგორც გრიპის ვირუსია. ,,გრიპის ვირუსი ძალიან ,,ჭკვიანია”“. იგი გამუდმებით იცვლება, ადაპტირდება, მუტირებს და ვრცელდება ჰაერით. კორონავირუსით ინფიცირება კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ინფიცირებული პაციენტის ხველების ან ცემინებისას გამოყოფილი ნაწილაკები თქვენს ხელებზე ან სახეზე მოხვდა, თუ თქვენ არ იცავთ ჰიგიენის ნორმებს და არ იბანთ ხელებს ხშირად. მხოლოდ ამის შედეგად არის ინფიცირება შესაძლებელი”.

ბიშარას თქმით, ისრაელში მიღებული მკაცრი ზომები ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ არ მოხდეს ერთდროულად ბევრი ადამიანის ინფიცირება და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა. თუმცა, ეს პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს. მისი თქმით, ძალიან ეფექტურია სახლში დარჩენა და თვითიზოლაცია.

კორონავირუსის პანდემიის გამო ისრაელმა ჩაკეტა საზღვრები,დახურა სასწავლო დაწესებულებები,სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და საჯარო თავშეყრის სხვა ადგილები. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

„ფორტუნა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved