• რეკლამა
  • კონტაქტი
21:06, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ჩიჩილაკებისა და ნაძვის ხის დაშლა-არმოშლის გზაგასაყარზე მეტად საჭირო პოსტს გთავაზობთ”

ალია ავტორი - ალია
03:17 01-18-2020
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

თბილისის ზოოპარკი სოციალურ ქსელში წერს:

თბილისის ზოოპარკი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

“ჩიჩილაკებისა და ნაძვის ხეების დაშლა-არმოშლის გზაგასაყარზე მეტად საჭირო პოსტს გთავაზობთ და აბა თქვენ იცით, მოსდეთ ქვეყანას ეს ამბავი

 მოკლედ, რა ხდება ახლა. ნაძვის ხეები მხოლოდ ჩვენ, ადამიანებს კი არ გვაქვს, ზოოპარკში ცხოველებსაც ვუხალისებთ დღესასწაულებს. აგერ, ბატონო, ასე შეხვდნენ ახალ წელს ჩვენი დათვები და მგლები. ხუმრობა საქმე კი არაა, იმგვარი ნაძვის ხე წამოვუჭიმეთ, ლამაზიც იყო და გემრიელიც. ფაქტიურად, სუფრა გავუშალეთ, ოღონდ – ვერტიკალურად. რას აღარ ნახავდით ზედ ჩამოკონწიალებულს – ლოყაწითელი ვაშლებიო, ხრამუნა სტაფილოებიო, ქვეშ კოხტად შემოლაგებული გოგრები, თივის წვიმები, ხის სათამაშო ბურთები. ვარსკვლავიც კი დახვდათ, კენწეროში დაკოსებული. ამ ვარსკვლავს მხოლოდ იდეური და ესთეტიკური დატვირთვა კი არ ჰქონდა, სათამაშოც იყო. რომ ჩამოგლიჯეს, მშვენივრად აგორავეს, ფხოჭნეს და დორდლეს.

 ჰოდა, რა გვინდოდა გვეთქვა. ეს ნაძვის ხე კი იყო გადასარევი, მაგრამ ნაახალწლარ ჩიჩილაკებს თუ არ გადაყრით და ჩვენ მოგვიტანთ, ძალიან გაგვახარებთ. ჩვენზე მეტად კი – ჩვენს ბინადრებს. ზოოპარკის ყოჩაღი მომვლელები ათასგვარ დანიშნულებას მოუფიქრებენ – სათამაშოებს დაამზადებენ, ზედ ახუნძლავენ რამეებს და ისე შეუტანენ ცხოველებს, გირლიანდებს დაწნავენ. მოკლედ, სადაც ამ ნაძვის ხეს დაამაგრეს ვარსკვლავი, ჩიჩილაკებსაც საინტერესო ფუნქციას მოუძებნიან.

 თუ გემეტებათ და მაინცა და მაინც ჩიჩილაკის აბურბურების სურვილით არ იწვით, გაუხალისეთ ყოველდღიურობა ზოოპარკის ბინადრებს და გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები”

და აბა თქვენ იცით, მოსდეთ ქვეყანას ეს ამბავი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved