რუსები ლტოლვილთა ევაკუაციის მატარებელს თავს დაესხნენ.
უკრაინის ეროვნული სარკინიგზო კომპანიის ცნობით, დონეცკის ოლქში სამგზავრო მატარებელი, რომელშიც ლტოლვილები იმყოფებოდნენ, რუსების თავდასხმის ქვეშ მოექცა.
თავდასხმის შედეგადაც ერთი კონდუქტორი დაიღუპა. ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კომპანიის განცხადებით, მატარებელი ლიმანის სადგურზე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან ევაკუირებული მოსახლეობის, მათ შორის 100 ბავშვის გადაყვანას აპირებდა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება.
მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია”.
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. მათ შორის არიან ბავშვები. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი. განადგურებულია ინფრასტრუქტურა.














კომენტარები