უკრაინის უმაღლესი რადა, ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით, ატომური ელექტროსადგურების მუშაობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„უკრაინაში ყველა ატომური ელექტროსადგური სტაბილურად მუშაობს. უკრაინის ოთხი ატომური ელექტროსადგურის არსებული სიმძლავრე უზრუნველყოფს ქვეყნისთვის საჭირო ელექტროენერგიის წარმოებას. მოქმედ ატომურ ელექტროსადგურებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, რადიაციის თვალსაზრისით, გარემო პირობები არ შეცვლილა და სტანდარტის ფარგლებშია. ზაპორიჟიას ატომური სადგური რუსი დამპყრობლების მიერაა ოკუპირებული. სადგურის უკრაინელი პერსონალი მუშაობს 6-ვე ელექტროსადგურზე და თავის სამუშაოს პროფესიონალურად ასრულებს, თუმცა, ყველა ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით, სადგურის ხელმძღვანელობა ოკუპანტებს აიძულებს, დაეთანხმონ. უკრაინელმა სპეციალისტებმა დაიწყეს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად“, – აღნიშნულია განცხადებაში.














კომენტარები