• რეკლამა
  • კონტაქტი
11:29, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რამდენჯერაც ჩავასხამ ბენზინს მანქანაში, რამდენჯერაც ჩავრთავ ამ გაყინულ გერმანიაში გათბობას, იმდენჯერ ვაფინანსებ ომს უკრაინის წინააღმდეგ“ – იაგო ფრანგიშვილი

„აი ეს მაბრაზებს და ამაზე თვალის დახუჭვა უბრალოდ არ მესმის“

ალია ავტორი - ალია
00:09 03-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
316

ექიმი იაგო ფრანგიშვილი:

„ძალიან კარგად მესმის, რომ ,,ნატოს,, და მის წევრ ქვეყნებს, პოლონეთსაც კი ძალიან ეშინია რუსეთმა რაიმეზე არ ,,წამოიკიდოს“
ამიტომაც იყო ის პოლონური თეატრი მიგ 29 სთან დაკავშირებით. უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში დგანან ეს თვითმფრინავები და თუ უკრაინისთვის მიცემა სურს, ბოლობოლო უკრაინელ მფრინავებს ,,დართავდა უფლებას,, რომ გამოეყენებინათ.
მაგრამ, ეშინია.
მართალი გითხრათ და, ვინც რუსების საშინელ მარცხს და გაჭედილ სიტუაციას, 12 ათასზე მეტ დაღუპულ რუს ჯარსკაცს რომ ხედავს, რა უნდა გეშინოდეს ამხელა ,,ნატოს,, ან თუნდაც უკრაინაზე ათჯერ ძლიერ პოლონეთს, არ ვიცი,
მაგრამ, მაინც მესმის რომ საფუძვლიანი შიშია.
მაგრამ,
ამით არაა ახლა ჩემი უმთავრესი ბრაზი გამოწვეული.
ვერ მატყუებს ეს ბორის ჯონსონის ხმამაღალი და გაბედული რიტორიკა,
პოპულისტურია, თუმცა, ეს ომი საინფორმაციო ომიცაა და ამიტომაც ასეთი რიტორიკაც საჭიროა.
საქმით კი, მართალი გითხრათ და ჯონსონზე ანუ ლონდონზე მეტი გერმანიამ გააკეთა და ყოველგვარი დისკუსიების გარეშე უკვე მეოთხე იახტა, უფრო სწორად თითოეული რომ 600 დან 800 მილიონ დოლარამდე რომ ღირს, აი ეს ლაინერები, გემები დაუყადაღა რუს ოლიგარქებს. მასიურად მიდის გერმანიაში ასევე რუსული მენეჯერების დათხოვა, სამეთვალყურეო საბჭოდან გაგდება, ფირმების ქონების დაყადაღება.
ასე რომ,
ბორის ჯონსონის აგრესიული სიტყვები იქნებ მეტად ხვდება ყურს და ეს ბევრს ,,აქტიურ პოზიციად,, მიაჩნია მაგრამ, ეფექტური სხვაა
ყველაზე მეტი რუსი მილიონერი და მილიარდერი არა გერმანიაშია, არამედ ლონდონში
50.000 ფუნტად გაყიდული ბრიტანული პასპორტები რუსებზეც აბსოლუტურად შეუძლია გაუუქმოს, ამის იურიდიული საშუალება არსებობს.
რატომღაც არაფერი მესმის.
არც იმ კონსერვატორი კონგრესმენებისა მესმის, მხარი რომ არ დაუჭირა უკრაინაზე თვითმფრინავების გადაცემას.
211 რესპუბლიკელიდან მხოლოდ 48 დაუჭირა მხარი.
მაგრამ, ამასაც ,,გაგებიტ ვეკიდები,,
მე უბრალოდ ერთი რამ არ მესმის და ვერ ვიგებ.
რატომ არ აცხადებენ დასავლელი ლიდერები, რომ უკარინის ომის, უკრაინაზე მიყენებული ზარალი მთლიანად დაეკისრება რუსეთს და მის მოქალაქეებსო?
აი ესეც ხომ მიგი და ტანკი არაა?
რუსეთი დღეს 2 ჯერ მეტ ფულს იღებს ნავთობის და გაზის გაყიდვით, ვიდრე ეს 2 თვის წინ იყო.
როგორც არაერთხელ წამიკითხავს, დღეისდღეობით ასეაო, რომ ამ თანხის მხოლოდ 20% ურიცხავენ რუსეთს პირდაპირ და დანარჩენს მერე, შეთანხმების მიხედვითო.
თუმცა, ამ სვიფტის დაკეტვის მერე როგორ ურიცხავენ ამ ფულს, ესეც საკითხავია.
არა, კი ვიცი როგორაც ურიცხავენ, მაგრამ, ამაზეც არავინ საუბრობს რომ ბანკების სვიფტიდან ამოღებასაც იმდენი ,,ფანჯარა,, აქვს რომ, ენერგეტიკული ბიზნესი რუსეთში დაზარალდა კიარა, უფრო მეტ თანხას შოულობს.
მოკლედ, ის 20%იც ძალიან დიდი თანხაა ამ გაორმაგებული ნავთობის ფასის პირობებში.
რა უდგას წინ იმას, რომ ყველა დასავლეთის ქვეყანამ განაცხადოს, მთელი ის თანხა, რომელიც რუსეთმა უნდა მიიღოს ენერგიის საფასურად და ომის გამო ეს გაორმაგების მთელი თანხა გადაერიცხება უკრაინას.
ბოლო ბოლო ის თეორიული ვარაუდი ხომ არსებობს, რომ იქნება და რუსეთმა ეს ომი ენერგიის ფასების ასე კატასტროფულად გაზრდის ინტენციით დაიწყო?
და თანაც, იცილებს საკუთარ სამხედრო ჯართს და მოძველებულ ტექნიკას უკრაინაში რომ მერე ამ ენერგიის გაყიდვის თანხით საკუთარი ჯარის მოდერნიზება ჩაატაროს.
არა მგონია რომ ამგვარმა არგუმენტმა თავად ჩინეთიც კი დატოვოს გულგრილი.
მე იცით რა არ მესმის? ტერორისტსა და მარადიორს, მძევლით მოვაჭრესა და გამომძალველს ყველა სურვილი ხომ არ უნდა აუსრულო? რაღაცა ტაქტიკა ხომ უნდა გქონდეს?
თუკი სამხედრო და ფიზიკური ძალით არ გინდა ბრძოლა, სანქციები და ეკონომიკური ბრძოლა მაინც ხომ უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური.
დღევანდელი ტაქტიკით კი ისე გამოდის, რომ რამდენჯერაც ჩავასხავ ბენზინს მანქანაში, რამდენჯერაც ჩავრთავ ამ გაყინულ გერმანიაში გათბობას, იმდენჯერ ვაფინანსებ ომს უკრაინის წინააღმდეგ, იმდენჯერ ვაფინანსებ რუსის ჯარს და პუტინს.
აი ეს მაბრაზებს და ამაზე თვალის დახუჭვა უბრალოდ არ მესმის“
თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved