ბელარუსმა უკრაინის საზღვართან დამატებითი ძალები განათავსა, მაგრამ ამას „გეგმურ როტაციას“ უწოდებს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
საუბარია 5 ტაქტიკური ბატალიონის განთავსებაზე, რომლებიც, ბელორუსული მხარის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში გამოყენებული არ იქნება.
როგორც ბელარუსის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიქტორ გულევიჩმა განაცხადა, ეს ძალები დაზვერვით, პატრულირებით და ობიექტების დაცვით არის დაკავებული. ისინი დავალებას ბელორუსულ მესაზღვრეებთან ერთად ასრულებენ.
„ძალების გადაადგილება არანაირად არ არის დაკავშირებული უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში შესაძლო მონაწილეობასთან“, – ამბობს გულევიჩი.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ერთ-ერთი ძირითადი დარტყმა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სწორედ ბელარუსის მხრიდან განახორციელეს.














კომენტარები